თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებს პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეებს პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე 196 პირიდან 102-ს პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, დაპატიმრებულთა შორის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი სამხედროა. კერძოდ, ყოფილი სამხედრო საჰაერო ძალებისა და სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურები - ოზდენ ორნეკი, იბრაგიმ ფირტინა და პირველი არმიის ყოფილი მეთაური გენერალი დოგან ჩეტინი.

ამბოხებულების სასამართლო პროცესი სტამბულთან ახლოს, ქალაქ სილივრში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს დაიწყება. განსასჯელებს ბრალად ედებათ არაკანონიერი ორგანიზაციის "ერგენეკონის" წევრობა. ასევე, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ზომიერი ისლამისტური მთავრობის გადატრიალების მცდელობა.

ერდოღანის გარდა, ამბოხებულებს თითქოს განზრახული ჰქონდათ, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატის, მწერალ ორხან პამპუკის ლიკვიდაციაც.

სასამართლო პროცესი ამბოხების სხვა მონაწილეებზე უკვე დაწყებულია. საერთო ჯამში, სასამართლოს წინაშე განსასჯელის სახით დაახლოებით 400 ადამიანი წარდგება. მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და სამხედროები.

სახელმწიფოს მმართველობის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ბრალდებები დამტკიცებული არ არის და ერდოღანს მისი ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ. ისინი თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრს განზრახული აქვს კონსტიტუციის გადაწერა, რომლის მიხედვითაც თურქეთი საერო სახელმწიფოს წარმოადგენს. თავად ერდოღანი კი ამ ბრალდებებს უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა