ავტორი:

გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს - როგორ დაემშვიდობა საზოგადოება მაესტროს

გია ყანჩელი რუსთაველის თეატრიდან ტაშით გააცილეს - როგორ დაემშვიდობა საზოგადოება მაესტროს

კომპოზიტორი გია ყანჩელი რუსთაველის სახელმწიფო თეატრიდან ტაშით გამოასვენეს.

მანამდე, პანაშვიდის მიმდინარეობისას გარდაცვლილის ხსოვნის, ღვაწლის პატივსაცემად გაჟღერდა მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები.

კომპოზიტორის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში დილიდან მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს:

ფოტო: ვანო გორგიშვილი, IPN

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა - გიგა ბოკერიამ, გიგი უგულავამ, ასევე თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლესთან ერთად.

გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე.

ხელოვანის ოჯახს ასევე მიუსამძიმრეს ცნობილმა მსახიობებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა.

გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

ფოტო: ვანო გორგიშვილი, IPN

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი