ავტორი:

დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა - რა დეტალები გახდა ცნობილი სასამართლოზე

დადეშელის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მისი შვილის ნათლიაა - რა დეტალები გახდა ცნობილი სასამართლოზე

რუსთავის საქალაქო სასამართლო იხილავს სადისტურად მოკლულ ზურაბ დადეშელის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს. პროკურატურა ხუთივე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ჩვენი ინფორმაციით, უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებსაც, ისევე როგორც მსხვერპლს, გვარები გამოცვლილი აქვთ, გიორგი ასათიანი რეალურად გიორგი შონიაა, ხოლო ზურაბ ჯღარკავას გვარი ბარბაქაძეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა 37 წლის გიორგი ასათიანმა (გიორგი შონიამ) და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზურაბ ჯღარკავამ, (ზურაბ ბარბაქაძემ) წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, პირადობის მოწმობის ამჟამინდელი მონაცემებით, 35 წლის დავით მუმლაძის, რეალურად კი ზურაბ დადეშელის მკვლელობა დაგეგმეს.

მსხვერპლის ქალაქიდან გაყვანაში მათ პოლიციელები დაეხმარნენ - დავით მიროტაძე, რომლის დის ქმარიცაა ბარბაქაძე და მისი მეგობრები, გიორგი ღუბიანური და ყოფილი პოლიციელი დიტო დუღაშვილი. ისიც ცნობილია, რომ სახლიდან მხვერპლი მეგობარმა დავით ოქრუაშვილმა, იგივე გიორგი გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა და პოლიციელებს ჩაუგდო ხელში, პოლიციელებმა კი ისინი შონიას და ბარბაქაძეს გადასცეს.

გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ორმა ადამიანმა მიაყენა დანით 30 ჭრილობა მოკლულს და მიზეზად მათ შორის დაპირისპირება სახელდება.

როგორც ცნობილია, დაკავებული პოლიციელები ადამიანის გატაცებას ადასტურებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ ორ ადამიანს გადასცეს ისინი, თუმცა ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ მის მოკვლას რომ აპირებდნენ და ეგონათ, დააშინებდნენ და ქვეყნიდან წასვლას აიძულებდნენ დადეშელს.

პოლიციელები არც იმას უარყოფენ, რომ ამაში მათ თითოეულმა თანხა - 4000 დოლარი აიღეს. როგორც ცნობილია, მკვლელობაში ბრალდებული ბარბაქაძე ამ დრომდე იძებნება, დაკავებული გიორგი შონია კი დანაშაულს არ აღიარებს. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობს და რომ მათ ეს მკვლელობა არ ჩაუდენიათ.

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რაც დღეს ადვოკატისგან შევიტყვეთ, როგორც გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებული შონია დადეშელის შვილის ნათლიაა. ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი როგორც შონიას, ასევე ბარბაქაძის ინტერესებს იცავს. ის აცხადებს, რომ სასამართლოს შონიას, იგივე ასათიანის განთავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მოითხოვს. ასათიანი, იგივე შონია დუმილის უფლებას იტოვებს, თუმცა წარდგენილ ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

იოსებ ხარატიშვილი: ჩვენ მოვითხოვთ გირაო შეეფარდოს. არც ასათიანი და არც ჯღარკავა ამ საქმეში არ არიან გარეული. ასათიანი მოკლულის შვილის ნათლიაა. სულ სხვა ადგილას იყვნენ ისინი დანაშაულის დროს და ამას ჩვენ დავამტკიცებთ. ქაოსია ამ საქმეში, ჩვენ დავდებთ ფაქტებს ვინ სად იყო, ასე არ შეიძლება საქმის გამოძიება, ჩვენ დავდებთ მასალებს წაიკითხეთ ვრცლად

"მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა, პროკურორი საქმეს ჩამოაცილეს" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

რუსთავის ციხეში პატიმარმა პროტესტის ნიშნად საპარსი სამართებელი - ე.წ. "ბრიტვა" გადაყლაპა

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები