ავტორი:

ქართველმა ემიგრანტებმა ანტვერპენში გია ყანჩელის სახლთან ყვავილები მიიტანეს

ქართველმა ემიგრანტებმა ანტვერპენში გია ყანჩელის სახლთან ყვავილები მიიტანეს

ჰოლანდიასა და ბელგიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა მომღერალ ლაშა ღლონტთან ერთად, ანტვერპენში კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ლაშა ღლონტი ჰოლანდიაში ფონდ World of Diaspora-ს მიწვევით იმყოფება, სადაც ამსტერდამსა და ჰააგაში ემიგრანტებისთვის საღამოები "მონატრებიხარ ფიქრებს" გამართა.

ფონდის დამფუძნებლებმა ლალი ბუთბაიამ, იზოლდა კვიციანმა და ნინო უბილავამ ქართველ მომღერალს საჩუქარი გაუკეთეს - ბელგიის ქალაქ ანტვერპენში წაიყვანეს და დიდი მაესტროს სახლთან ყვავილები მიიტანეს.

"მადლობა ფონდ World of Diaspora-ს დამფუძნებლებს. სპონტანურად გადაწყდა ბელგიაში ჩამოსვლა და გია ყანჩელის სახლთან მოსვლა. მის ხსოვნას პატივი მივაგეთ. სადარბაზოსთან ყვავილები მივიტანეთ. დიდი მაესტრო საბოლოო გზაზე ვერ გავაცილე, რადგან ჰოლანდიაში ვიმყოფებოდი. ამიტომ, ჩამოვედით ანტვერპენში და ასე მივაგეთ პატივი მის ხსოვნა. წლების წინ, სწორედ გია ყანჩელმა დამილოცა გზა ხელოვნებასა და ქართულ სიმღერაში..." - განაცხადა ლაშა ღლონტმა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან შორს ვართ, სამშობლოსთან კავშირს არ ვკარგავთ. განვიცდით დიდი მაესტროს გარდაცვალებას. ვალდებულები ვიყავით პატივი მიგვეგო ჩვენი სახელოვანი კომპოზიტორის ხსოვნისთვის. ჩვენი ფონდიც საქართველოს და ქართულ საქმეებს ემსახურება" - განაცხადეს ფონდ World of Diaspora-ს დამფუძნებლებმა.

გია ყანჩელის ხსოვნას პატივი ბელგიის ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა მედეა ჟორჟოლიანმაც მიაგო, რომელიც ხშირად სტუმრობდა მაესტროს ანტვერპენში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ