ავტორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA Space Apps Challenge-ს უმასპინძლებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA Space Apps Challenge-ს უმასპინძლებს

18–19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია NASA Space Apps Challenge-ს უმასპინძლებს.

NASA Space Apps Challenge Abastumani-ის ორგანიზატორები არიან Tbilisi Startup Bureau და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni.

ჰაკათონის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი. პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, Grant Thornton Georgia, DataFest Tbilisi-ს, "ზუმაუთისა" და "ფაბლაბ ილიაუნის" მხარდაჭერით.

NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად იმართება 200 სხვადასხვა ადგილას და 48 საათი მიმდინარეობს. ის ინოვაციათა ინკუბატორის პროგრამაა.

ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც შეუსრულდა 18 წელი და დაინტერესებულია დედამიწისა და კოსმოსის კვლევებით, კოდირებით, ტექნოლოგიებით, დიზაინითა და სხვა გამოყენებითი მეცნიერებებით. პირველ ადგილზე გასული პროექტი მიიღებს ჯილდოს - 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე ადგილზე გასული პროექტი - 1000 ლარის ოდენობით. NASA Space Apps Challenge ჰაკათონის საუკეთესო პროექტებს Global Awards-ის დაჯილდოებაზე წარადგენენ.

წლევანდელი ჰაკათონის თემები: ოკეანეები; მთვარე; მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები; გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ; ცხოვრება ჩვენს სამყაროში.

ჰაკათონზე მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე. Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის უფლება. სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია უკვე დაიწყო: https://2019.spaceappschallenge.org/locations/abastumani/ რეგისტრაციის ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი (23:59).

მგზავრობის, კვებისა და დაბინავების საკითხებზე ორგანიზატორები იზრუნებენ.

დეტალურად გამოწვევების შესახებ: https://2019.spaceappschallenge.org/challenges/

დასწრება თავისუფალია.

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ