ავტორი:

"კვირა, მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად" - დღევანდელი სავსემთვარეობა და უახლოესი დღეების ტენდენციები

"კვირა, მაქსიმალურად ხელსაყრელი იქნება ფინანსური საკითხების გადასაჭრელად" - დღევანდელი სავსემთვარეობა და უახლოესი დღეების ტენდენციები

როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან? ასტროლოგი დღევანდელი სავსემთვარეობისა და უახლოესი დღეების ტენდენციების შესახებ საუბრობს და რეკომენდაციებსაც გვთავაზობს:

"სავსემთვარეობა სასწორის ზოდიაქოში დღეს დაძაბულ ელფერს აძლევს. მიუხედავად ამისა, დილის საათებში მერკურისა და სატურნის სექსტილი მორიელებსა და თხის რქებს მაინც გაახარებს, თუმცა უკმაყოფილონი არც სხვა მიწის და წყლის სტიქიის წარმომადგენლები დარჩებიან. სასურველი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადვილად მოაღწევს მათთან, შეძლებენ საიმედო კავშირების დამყარებასაც. იმის იმედიც კი შეიძლება იქონიონ, რომ დილის საცობებსაც შედარებით იოლად დააღწევენ თავს. მაგრამ ახალი წამოწყებებისაგან ჯერჯერობით თავის შეკავება აჯობებს, რადგან თითქმის მთელი დღის განმავლობაში მთვარეც უკურსოა და მზესაც პლუტონი აკვადრატებს. ეცადეთ არ იკონფლიქტოთ, იყავით უფრო მეტად დაბალანსებულები. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი დროებითია, და ეს დაძაბულობაც გადაივლის. მნიშვნელოვანი საქმეები დღის ბოლოსკენ სჯობს რომ შემოიტოვოთ.

სამშაბათს მთვარე ვენერას კვადრატმა შესაძლოა უტაქტო თანამოსაუბრე მოგივლინოთ. შეეცადეთ თავად გამოიჩინოთ დიპლომატია, ასეთ შემთხვევაში საქმეს თქვენს სასარგებლოდ შემოატრიალებთ. შესყიდვებთან დაკავშირებით ფასდაკლებასაც კი შეიძლება რომ ამ გზით მიაღწიოთ.

ოთხშაბათი 16 ოქტომბერი

მერკურისა და ნეპტუნის ტრინი გაახარებს მათ, ვისაც თევზებისა და მორიელის ნიშნების 16-17°-ზე მნიშვნელოვანი პლანეტები ჰყავთ. შემოქმედებითი აქტიობა ეწვევათ ხელოვნებასთან დაკავშირებულ ადამიანებს, ძალიან კარგი დროა სულიერი პრაქტიკებისათვის, ლოცვისთვის, მედიტაციისათვის. ეწვიეთ გამოფენებს, სალონებს, მიიღეთ ესთეტიკური სიამოვნება, დატკბით ბუნების ხედებით. კარგი დღეა ასევე წყალთან კონტაქტისათვის.

ხუთშაბათი - პარასკევი ანუ 17-18 ოქტომბერს რაიმე მნიშვნელოვანი ასტრო-მოვლენა ცაზე არ ხდება, ძირითადად წინა დღეების ტენდენციები იქნება შენარჩუნებული. ნახეთ სრულად

75 წლის ქალმა იმშობიარა - ბავშვის წონა 600 გრამია

"საბნის ქვეშ არა!… არ მოიხსნათ საყურეები!" - სექსოლოგის 5 პრაქტიკული რჩევა დიდი ხნის სექსუალურ პარტნიორებს

"ბალზაკის ასაკს" მიღმა - როგორები არიან ქალები 40 წლის შემდეგ