ავტორი:

ჰარი ადასტურებს, რომ ძმასთან უთანხმოება აქვს - "თუმცა, მე ის ძალიან მიყვარს..."

ჰარი ადასტურებს, რომ ძმასთან უთანხმოება აქვს - "თუმცა, მე ის ძალიან მიყვარს..."

პრინცმა ჰარიმ დაადასტურა, რომ ძმასთან უთანხმოება აქვს - ამის შესახებ ის ITV-ს წამყვანთან, ტომ ბრედბისთან საუბრობს, დოკუმენტურ ფილმში „ჰარი და მეგანი - აფრიკული თავგადასავალი“.

„თუმცა ჩვენ ძმები ვართ და ყოველთვის ძმები ვიქნებით. ამჟამად სხვადასხვა მიმართულებას ვადგავართ, მაგრამ ყოველთვის მზად ვართ, ერთმანეთს დავეხმაროთ. ისე ხშირად აღარ ვნახულობთ ერთმანეთს, როგორც ადრე, რადგან ძალიან დატვირთულები ვართ.

მე ის ძალიან მიყვარს და ინფორმაციის დიდი ნაწილი, რაც ჩვენი ურთიერთობის შესახებ ვრცელდება, უსაფუძვლოა“ - განაცხადა ჰარიმ.

სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ბრიტანულ მედიასთან ამბობენ, რომ ჰარის ინტერვიუს შემდეგ ოჯახის წევრები შეშფოთებულები არიან.

„ჰარისა და უილიამის ურთიერთობა ძალიან არასასიამოვნოდ ვითარდება. ისინი სრულიად სხვადასხვა მიმართულებით მიდიან და აშკარაა, რომ ამას ჰარი ძალიან განიცდის. როგორც ჩანს, ბიჭი, რომელიც სევდიანი მიჰყვებოდა დედის კუბოს, ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა მდგომარეობიდან, რაც უკიდურესად სამწუხაროა.

ოჯახში ბევრი ამბობს, რომ დაიანას არასოდეს ენდომებოდა ენახა, როგორ უპირისპირდებიან მისი შვილები ერთმანეთს,“ - ამბობს Mirror-ის წყარო.

BBC კი წერს, რომ კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი ძმის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან დარდობს და იმედი აქვს, რომ ჰარი და მეგანი თავს კარგად გრძნობენ.

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს