ავტორი:

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ლიკვიდირებულია - მსოფლიო დონალდ ტრამპის განცხადების მოლოდინში

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებულია - ინფორმაციას CNN ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. ტერორისტი სამხედრო რეიდის დროს იქნა ლიკვიდირებული.

ვიდეო: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის ლიკვიდაციის კადრები - "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერმა, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დასტურდება. CNN წერს, რომ ამერიკის ხელისუფლება დნმ-ის ანალიზის შედეგებს ელოდება, რათა მისი იდენტიფიცირება ოფიციალურად მოხდეს.

ამერიკის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სავარაუდოდ, ალ-ბაღდადიმ სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, დღეს დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ცნობილი არ არის. ამასთან, პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა“.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">Something very big has just happened!</p>&mdash; Donald J. Trump (@realDonaldTrump) <a href="https://twitter.com/realDonaldTrump/status/1188264965930700801?ref_src=twsrc%5Etfw">October 27, 2019</a></blockquote> 

წყაროების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ამერიკულმა ძალებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის პროვინციაში ჩაატარეს.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გვიან ღამით ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა:

„შუაღამისას გავიგეთ რამდენიმე ვერტმფრენის და სამხედრო თვითმფრინავის ხმა. მე ოთხი ვერტმფრენი დავინახე, მაგრამ შესაძლოა, მეტიც იყო. ძალიან ბნელოდა და ზუსტად ვერ გეტყვით. ძალიან შორიდან მესმოდა სროლის და აფეთქებების ხმა, რომელიც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში გაგრძელდა.“

ამასთან, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოც, სადაც, სავარაუდოდ, სპეცოპერაციაა ასახული.

ვინ არის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი?

2011 წლის ოქტომბერში ამერიკამ ტერორისტზე ინფორმაციისთვის, რომელიც მისი ლიკვიდაციის, ანდა შეპყრობის საშუალებას მისცემდა, ჯილდოდ 10 მლნ დოლარი დააწესა. 2017 წელს თანხის ოდენობა 25 მლნ-მდე გაიზარდა.

ბაღდადი ძალიან ორგანიზებულ და დაუნდობელ ტაქტიკოსად არის ცნობილი.

ის სამარაში, ბაღდადის ჩრდილოეთით 1971 წელს დაიბადა, ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის სასულიერო პირი იყო. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ერაყში სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს ალ-ბაღდადი უკვე ჯიჰადისტი იყო.

2010 წელს ის ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი გახდა, მოგვიანებით კი „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩაუდგა სათავეში.

ალ-ბაღდადის პოვნა მისი გასარეცხი საცვლების საშუალებით შეძლეს - სპეცოპერაციის ახალი დეტალები

ტრამპი იმ ძაღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში "დიდი წვლილი შეიტანა"

კალიფორნიაში ვარსკვლავების სახლებს გადაწვა ემუქრება - ევაკუირებულებს შორის, არნოლდ შვარცნეგერის ოჯახიცაა