უგო ჩავესი აშშ-ს ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

უგო ჩავესი აშშ-ს ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი აშშ-ს ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

ჩავესი ნავთობის მიწოდების შეწყვეტას შტატების მეგობარი კოლუმბიის მხრიდან ვენესუელის მიმართ ნებისმიერი შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში გეგმავს.

როგორც ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა, შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში ვენესუელა "არ გააგზავნის არც ერთ წვეთ ნავთობს" აშშ-ში, რომელიც ვენესუელური ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია.

ვენესუელასა და კოლუმბიას შორის სავაჭრო ურთიერთობები 70%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ ჩავესმა ქვეყნებს შორის ურთიერთობა კოლუმბიის გადაწყვეტილების - გაეფართოებინათ ამერიკული შეიარაღებული ძალების ხელმისაწვდომობა თავიანთ სამხედრო ბაზებზე, საპასუხოდ გაყინა.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა