ავტორი:

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

დაცული და დაუცველი სტანდარტები  ქართულ ბაზარზე - „ლიდერფუდი“ საკვები პროდუქტების სფეროში უმაღლესი სტანდარტის მფლობელი გახდა

დაბინძურებული გარემო და უხარისხო საკვები - ეს არის ორი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას და რომელიც მოსახლეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის. ორივე შემთხვევაში აუცილებელია, სტანდარტების დახვეწა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერება. თუმცა ამ მიმართულებით ოფიციალური მხარის აქტივობა საკმაოდ სუსტია, ამიტომ პროდუქციის მწარმოებლებისა თუ შემომტანების სოციალურ პასუხისმგებლობასა და კეთილ ნებაზე დამოკიდებულები ვხდებით.

რეალობა ასეთია - სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც მომხმარებლები საკვები პროდუქტების დაბალი ხარისხით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ხშირია საკვებით მოწამვლის შემთხვევები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხშირად საერთოდ გაურკვეველია საკვები პროდუქტის შემცველობა და ის გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

დღეს საქართველოში რეალიზებული საკვები პროდუქტების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. შესაბამისად არსებულ პრობლემებს, როგორიცაა, პროდუქტის შემადგენლობა და წარმოების სტანდარტი, ემატება ტრანსპორტირების საკითხიც. რიგითი მომხმარებლისთვის ძალიან რთულია დაადგინოს, რა პირობებში ხდება ამა თუ იმ პროდუქტის სხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირება. სწორედ ამიტომ საზოგადოების გარკვეული და ამავდროულად, მზარდი ნაწილი ქართულ პროდუქტზე აკეთებს არჩევანს. რატომაც არა, ქართული პროდუქტის შეძენით მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას და შესაბამისად, მოსახლეობასაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე ქართული წარმოება უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხორცპროდუქტები მიმართულება. ამ სეგმენტში ამიერკავკასიის ყველაზე დიდი საწარმო სწორედ საქართველოში მდებარეობს და ეს „ლიდერფუდია“. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „ლიდერფუდი“ არამხოლოდ მასშტაბით გამორჩეული, არამედ ხარისხსა და სტანდარტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული კომპანიაა. ის მიმდინარე წელს კომპანიამ სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის საერთაშორისო სისტემის FSSC 22000 (food Safety System Certification 22000)-ის სერთიფიკატი მიიღო. ეს არის უმაღლესი სტანდარტი საკვები პროდუქტების სფეროში. კვების სტანდარტებზე უფრო დეტალურად სასაუბროდ კი „ლიდერფუდის“ გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს რომა ანთიძეს მივმართეთ.

როგორ ხდება FSSC 22000-ის სერთიფიკატის მიღება?

მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ კომპანიის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს სტანდარტი.სტანდარტის მიღება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. მას ჰყავს თავისი ლიდერი, რომელიც მუშაობს, რომ დანერგოს და აამოქმედოს ის პროცესები, რომელსაც სტანდარტი ავალდებულებს. იგი შუამდგომლობს ასევე შიდა და გარე აუდიტის სამსახურებთან.

სტანდარტის დაცვა ჩვენ შემთხვევაში მოხდა გერმანული აუდიტის მიერ. ჩვენი კომპანიიდან FSMS ლიდერი თანამშრომლობს შიდა და გარე აუდიტორებთან.შეგვამოწმა და მოგვანიჭა FSSC 22000 სერტიფიკატი გერმანულმა ორგანიზაციამ. აუდიტი „ლიდერფუდისთვის“ წარმატებით დაიხურა 2019 წლის 31 მაისს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, რომ აღნიშნული სერთიფიკატი მიიღოს?

ყველა სტანდარტს აქვს თავისი მოთხოვნები, რომელთან მუშაობის საშუალებაც მაშინ გეძლევა, როდესაც იწყებ სტანდარტის დაცვას. მთავარია მიყვე ინსტრუქციას, რომელსაც ამ სამსახურის უფროსი გაძლევს.

FSMS ლიდერისა და კოორდინატორის ერთობლივი ძალებით ხდება დაძლევა იმ რთული კრიტერიუმების, რომელიც თან ახლავს ისეთ რთულ სტანდარტს, როგორიცაა FSSC 22000.მაგალითად, კომპანია ვალდებულია, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ზრუნავდესჰაერისდაბინძურებისდონისგანსაზღვრაზე, ხმაურისდონესადასხვა ბევრნიუანსზე.

საქართველოში FSSC 22000 სერთიფიკატი ბევრ კომპანიას აქვს?

აღსანიშნავია, რომ ისეთი უმსხვილესი ხორცპროდუქტების კომპანიისთვის, როგორიც ჩვენ ვართ და რომლის დღიური წარმადობა შესაძლებელია 25.000 ტონაზე მეტს აღწევდეს ერთ-ერთი პირველები ვართ. როგორც ვიცი ამ სტანდარტის მოპოვებაზე კიდევ რამდენიმე კომპანია მუშაობს. საბედნიეროდ, მალე ბევრნი ვიქნებით და ერთად ვიზრუნებთ ხარისხიან და უვნებელ პროდუქციაზე. თუმცა ძალიან საამაყოა ჩვენთვის ის ფაქტი, რომ ასპარეზზე ერთ-ერთი პირველები ვართ.

რას შეცვლის კომპანიის საქმიანობაში FSSC 22000 სერთიფიკატის მიღება?

ეს სერთიფიკატი რეალურად უდიდესი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა „ლიდერფუდის“ ყველა რგოლისთვის ისევე, როგორც სიამაყის დიდი მიზეზი. იმედი მაქვს ერთგვარ სტიმულად ვიქცევით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის, რათა საქართველოს ბაზარზე ხარისხი და უსაფრთხო პროდუქტი მთავარ პრიორიტეტად ვაქციოთ.

რაც შეეხება ჩვენს საქმიანობას, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის გახლდათ ხარისხი და მომხმარებელზე ზრუნვა. ნამდვილად არ ვაპირებთ ერთ ადგილზე გაჩერებას. გეგმაში ახალი სერვისების და პროდუქტების დამატებაა. მაქსიმალურად ვცდილობთ თითოეული მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და არა მარტო შევინარჩუნოთ ახლანდელი პოზიცია, არამედ განვვითარდეთ და ყველას ბედნიერი მომენტების ნაწილი გავხდეთ.მიდგომა, რომ აკეთო ისე როგორც თავად მოგეწონებოდა, ნამდვილად საუკეთესო ფორმულაა წარმატებისთვის. წარმატების მიღწევაში კი FSSC 22000სერთიფიკატიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.

რა განსხვავებაა თეთრ, ყავისფერ და ქოქოსის შაქარს შორის და რომელი უფრო სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

„თუ ყავა ისეა დამუშავებული, რომ არ ვიცით, რა შემადგენლობა აქვს, უმჯობესია საერთოდ არ მივიღოთ“, - კარდიოლოგი ალექსანდრე საბეკია

სად უნდა ისწავლოთ საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური გქონდეთ