ავტორი:

"რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი..." - აქციის მონაწილეებმა ღამე  კარვებში გაატარეს

"რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი..." - აქციის მონაწილეებმა ღამე  კარვებში გაატარეს

აქციის მონაწილეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე, კარვებში გაატარეს. რიგით მოქალაქეებთან ერთად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტთან დღეს, 12:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც სამოქმედო გეგმა გახდება ცნობილი.

„პირველი ღამე გავათენეთ. ჩვენი გეგმაა, რომ გავაგრძელოთ პროტესტი იქამდე, ვიდრე ამ ქვეყანას არ ექნება ღირსეული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. რუსთაველი იქნება დიდხანს გადაკეტილი და არა მხოლოდ რუსთაველი... იქნება კარვები, აქტიური პროტესტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ.

რუსთაველის გამზირზე აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

გუშინ ღამით მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციასთან მოსვლით გააპროტესტეს პარლამენტის მიერ ჩაგდებული საარჩევნო ცვლილება. ამასთან, მოძრაობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კედელზე მიაწერეს „შეცვალე“, რასაც პოლიციასა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები.

არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ იტალიაში იმყოფებოდა - "ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაიუშველებელი ატეხეს"

"ნაცმოძრაობის" გვერდით არ დავდგებით - ბექა ნაცვლიშვილი და მისი თანამოაზრეები 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან

რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციის ლიდერები და რას გეგმავენ 25 ნოემბერს