ამერიკულმა ვერტმფრენმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა

ამერიკულმა ვერტმფრენმა სიჩქარის რეკორდი დაამყარა

ამერიკულმა პერსპექტიულმა ვერტმფრენმა X2-მა, რომელზეც კომპანია Sikorsky მუშაობს, მორიგ საგამოცდო ფრენისას თავის კლასში სიჩქარის რეკორდული დრო აჩვენა.

ვერტმფრენმა 225 საჰაერო კვანძის, ანუ 416,7 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეძლო, თუმცა რეკორდი ოფიციალურად არ ჩაითვლება, რადგან გამოცდას საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის მონაცემთა თანახმად,  ვერტმფრენებისთვის ოფიციალურ რეკორდად 216 კვანძი ამ დრომდე ითვლება, რომელიც 1986 წელს ვერტმფრენმა AgustaWestland Lynx-მა დაამყარა.

კომპანია Sikorsky-ის წარმომადგენელთა თქმით, მომდევნო ფრენისას საავიაციო ფედერაციის წარმომადგენელს აუცილებლად მოიწვევენ და თუკი X2 საუკეთესო შედეგს გაიმეორებს, რეკორდი ოფიციალურად დარეგისტრირდება.

Sikorsky-ის ვერტმფრენი ორი მთავარი, ოთხფრთიანი ხრახნითაა აღჭურვილი, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ბრუნავენ. კიდევ ერთი, ექვსფრთიანი ხრახნი X2-ს "კუდზე" აქვს. სამივე ხრახნი მოძრაობაში ერთ ძრავს მოჰყავს.

კომპანიის ინჟინრები უახლესი ვერტმფრენის ფრენის მანძილის 1300 კმ-მდე, ფრენის სიჩქარის კი 480 კმ/სთ-მდე გაზრდას გეგმავენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე