ავტორი:

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან

"აუტსაიდერებს რომ აცხადებდნენ, მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო..." - შეფასებები "საქართველოს ვარსკვლავის" მორიგი ლაივიდან

"საქართველოს ვარსკვლავი" მორიგმა კონკურსანტმა დატოვა - მეორე ლაივშოუ წარუმატებელი გამოდგა ლიზა შენგელიასთვის, რომელმაც მაყურებლისგან ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო.

მეორე ლაივის ლიდერი კი თორნიკე ყიფიანი გახდა, რომელმაც AMBEBI.GE-ს გაუმხილა, რომ ამხელა მხარდაჭერას მაყურებლისგან არ ელოდა:

"ამ შედეგს არ ველოდებოდი და დიდი მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, რომ ასეთი ბედნიერი წუთები მაჩუქეს! მათგან საოცარი თანადგომა ვიგრძენი. დღეს ძალიან კარგი კონცერტი იყო, მე ლიზა შენგელიას ვგულშემატკივრობდი, რომელიც სამწუხაროდ, გავარდა.

- დავუშვათ, გახდი „საქართველოს ვარსკვლავი“ - „ევროვიზიაზე“ რა შედეგებს ელი?

- იქ წარმატებას უნდა მივაღწიოთ!

ნათია თოდუა, ჟიურის წევრი:

- უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი კონკურსანტები, ბევრად პასუხისმგებლობით არიან სავსე, ვიდრე წინა სეზონზე იყვნენ. ვერცერთზე ვიტყვი, რომ მხოლოდ ვოკალურად იხარჯება - თითოეული უდიდეს შრომას დებს თავისი ნომრის მომზადებაში, საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ.

ამიტომაცაა, რომ თითოეულის ფანი ვარ. რთულია რომელიმეს შეფასება, მიჭირს. ამიტომაც ყველა გულშემატკივარს მათ აქტიურ გულშემატკივრობას ვთხოვ. რთულია, როდესაც ვიღაც ტოვებს პროექტს.

- ვფიქრობ, ლიზა შენგელია დღეს დაუმსახურებლად გამოეთიშა შოუს...

- ლიზა შენგელია ძალიან საყვარელი, სცენური, კარგი ემოციების გოგოა, ისეთია, როცა მღერის, აუცილებელი რომ არ არის მისგან, სასწაულ ნოტებს იღებდე. თავისი ტკბილი ხმით სოულს და ჯაზს "გვიბულბულებდა". იმდენად მგრძნობიარეა, ის სცენაზე უნდა იყოს და მღეროდეს. იმსახურებს, რომ მუსიკით გვაბედნიერებდეს.

სანამ შოუ დაიწყებოდა, დათო ევგენიძეს ვეუბნებოდი, ნეტავ, რომელს მოუწევს შოუს დატოვება-მეთქი?! ამისთვის არცერთი მემეტება, იმიტომ, რომ ყველა განსხვავებულია, თითოეული თავის ჟანრშია ძლიერი და საინტერესო. მათი შედარებაც კი რთულია. არის როკ-ენ-როლი, ბლუზი, სოული, მიუზიკლი, რომლის მეფეც ბარბარაა. მოკლედ, ლიზაზე ძალიან დამწყდა გული, თუმცა ანრი გუჩმანიძის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა.

- თორნიკე ყიფიანი მეორე ლაივშოუს ლიდერი გახდა...

- თორნიკეს ფანი ვარ, ვერ მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ის შევაფასო. 17 წლიდან სიმღერა რომ დავიწყე, მეც იმავე პროექტში ვიყავი, სადაც თორნიკე ყიფიანი მონაწილეობდა („მაგთიფანი“) და მისი გავლენით ჩამომიყალიბდა მუსიკალური კულტურის სიყვარული.

- ჰო, მაგრამ დრო შეიცვალა და ახლა შენ გიწევს მისი შეფასება...

- რაც საერთოდ არ მიხარია. როდესაც აუტსაიდერებს აცხადებდნენ, ისე მეშინოდა, თორნიკე არ ყოფილიყო... ამას გამოვხატავ და ვიმალები, რომ არ გამოვჩნდე. ძალიან რულია ასეთ დროს ჟიურის წევრობა, ამასთან, - საპასუხისმგებლო. მოკლედ, თითოეულს ვგულშემატკივრობ და წარმატებას ვუსურვებ!

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

ნინი ბადურაშვილის დიეტა - როგორ ინარჩუნებენ დები წონას