ამერიკელებმა ბენ ლადენის ადგილსამყოფელი ზუსტად იცოდნენ, მაგრამ არ შეიპყრეს

ამერიკელებმა ბენ ლადენის ადგილსამყოფელი ზუსტად იცოდნენ, მაგრამ არ შეიპყრეს

აშშ-ში იცოდნენ, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი უსამა ბენ ლადენი ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო სოფელში შეკრებებს ესწრებოდა, მაგრამ მისი ლიკვიდაცია ან შეპყრობა არავის უცდია. ამის შესახებ ცხადი ორგანიზაცია WikiLeaks-ის საიტზე გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტებიდან ხდება.

აღნიშნული მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორის ლეონ პანეტის სიტყვებს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ აშშ "ნომერ პირველი ტერორისტის" ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას 2003 წლის შემდეგ არ ფლობს.

როგორც ავღანეთში 2001 წელს მყოფი ნატოს საერთაშორისო სამხედრო კონტიგენტის ხელმძღვანელის ანგარიშიდან ჩანს, 2006 წელს ბენ ლადენი სასაზღვრო რაიონში გამართულ ტერორისტ ლიდერთა კრებებს რეგულარულად სტუმრობდა, - წერს The Daily Mail.

კრება თითქმის ყოველთვიურად იმართებოდა. 2006 წლის აგვისტოში გამართულ ერთ-ერთ ასეთ კრებაზე 6 ტერორისტი-თვითმკვლელის ავღანეთის ჩრდილოეთით სპეცოპერაციის ჩასატარებლად გაგზავნა გადაწყდა. გაზეთ The Guardian-ის ცნობით, შეხვედრაზე ბენ ლადენის გარდა ტერორისტთა სხვა ლიდერები: მულა ომარი, მულა დადულა და მულა ბარადარიც იმყოფებოდნენ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა