ავტორი:

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და მამაკაცები ერთი შესასვლელით ისარგებლებენ

საუდის არაბეთის რესტორნებში ქალები და მამაკაცები ერთი შესასვლელით ისარგებლებენ

საუდის არაბეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რესტორნები აღარ იქნებიან ვალდებულები, ქალებისა და მამაკაცებისთვის სხვადასხვა შესასვლელი ჰქონდეთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღემდე ქვეყნის ყველა რესტორანს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთით ოჯახები და ქალები სარგებლობდნენ, მეორეთი კი - მამაკაცები. ახალი რეგულაციის თანახმად კი ცალ-ცალკე შესასვლელი სავალდებულო აღარაა და მხოლოდ რესტორნების ნებასურვილზეა დამოკიდებული.

საუდის არაბეთში ქალთა უფლებებზე ზრუნვა პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა დაიწყო. ქალებს მანქანის მართვისა და დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მისცეს. მუჰამედ ბენ სალმანის რეფორმებს საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება, თუმცა ქვეყნის შიგნით ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

რუსეთს 4 წელი  სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჰყავს - გაიცანით სანა მარინი, რომელიც ერთნაირსქესიანთა ოჯახში გაიზარდა