ობამა: Wikileaks-ის საიდუმლო მასალებში ახალი არაფერია

ობამა: Wikileaks-ის საიდუმლო მასალებში ახალი არაფერია

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის შემცველი, ავღანეთთან დაკავშირებული ათასობით ფაილის მასმედიაში გაჟონვის გამო ნერვიულობა არ ღირს, რადგან ამ დოკუმენტებში ახალი და განსაკუთრებული არაფერია.

როგორც ჩანს, პრეზიდენტს არა თავად ინფორმაცია, არამედ მისი გაჟონვის ფაქტი უფრო აღელვებს. ობამას თქმით, გამოქვეყნებული ინფორმაცია ავღანური სტრატეგიისადმი ხელისუფლების ოფიციალურ დამოკიდებულებას მხოლოდ ადასტურებს.

"ამ დოკუმენტებიდან ისეთი არაფერი ირკვევა, რაც ავღანეთთან მიმართებაში ჩვენს ოფიციალურ პოზიციას ეწინააღმდეგება. მათში წარმოდგენილია იგივე საკითხები, რომლებმაც შარშან შემოდგომაზე მაიძულა, ავღანეთთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკისთვის სერიოზულად გადამეხედა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. 

მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ათასობით ფაილის მასმედიაში "უპასუხისმგებლოდ" გამოქვეყნება ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემებს შეუქმნიდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით. 

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე