ავტორი:

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"პატარა შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს“ - "მასტერშეფის" რომელმა მონაწილემ გაუცრუა იმედი ლევან კობიაშვილს

"მასტერშეფის“ სამზარეულოში მხოლოდ 4 კონკურსანტი დარჩა: მარტა, გაგა, ნუცა და დიმუ. ისინი ერთმანეთს ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან და დიდი ფინალის ბილეთისთვის იბრძოლებენ.

ბრძოლა ნამდვილად დაუნდობელი იქნება, რადგან შოუში იმუნიტეტი აღარ არსებობს და კონკურსანტები ყველა დავალებას შეასრულებენ. სანამ "მასტერშეფის“ ფინალისტების ვინაობას გავიგებთ, ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ლევან კობიაშვილს დავუკავშირდით.

გავიგოთ, ვინ გაუცრუა ყველაზე მეტად იმედი, ვინ გააოცა და რა ელოდება მაყურებელს "მასტერშეფის“ მეორე სეზონის ნახევარფინალში.

- როგორ შეაფასებთ „მასტერშეფის“ მეორე სეზონს?

- ძალიან მაგარი სეზონი გვაქვს. პირველ სეზონთან შედარებით განსაკუთრებული იმით, რომ ნახევარფინალშიც კი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ მოხვდება ფინალში; ვერც იმას ვხვდებით, ვინ შეიძლება გაიმარჯვოს, ძალიან თანაბარი ბრძოლაა. სწორედ ამის გამო, ჟიურის წევრებისთვისაც უფრო საინტერესოა და როგორც ვხვდები, მაყურებლისთვისაც.

- მოლოდინები გაამართლეს?

- ნაწილობრივ, დიახ. მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ. "მასტერშეფი“ ნამდვილად მოულოდნელობებით არის სავსე - ვინც მეგონა, რომ ფინალში იქნებოდა, დატოვა პროექტი; ვის წასვლასაც უფრო ადრე ვვარაუდობდით - ჯერაც პროექტშია.

- კონკურსანტი, რომელმაც იმედი გაგიცრუათ.

- მარიამ ქურდიანი. ისეთი ტემპით დაიწყო, რომ დიდი მოლოდინები მქონდა, მეგონა, უფრო მოუმატებდა და მოუმატებდა, მაგრამ ბოლოში რა დაემართა, არ ვიცი. შეიძლება, სტრესმა შეუშალა ხელი, მორალურად გატყდა... ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ პროექტი დაატოვებინა. ეს კონკურსია - პატარა შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.

- ყველაზე მეტად ვინ შეძლო თქვენი გაოცება?

- კრეატიულ ნაწილში, ალბათ, მარტამ. ზოგადად, შოუში ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ადამიანია და ნამდვილად აქვს პოტენციალი; უბრალოდ, გამოცდილება აკლია და ტექნიკის დახვეწა სჭირდება.

- დანარჩენ მონაწილეებზე რას იტყვით?

- გაგასგან ყოველთვის მეტს ველოდები. ჯერჯერობით ის მაქსიმუმი, რაც მინდა, რომ მისგან დავინახო, ვერ ვხედავ, თუმცა კარგად, სტაბილურად მიიწევს წინ; აქვს ნიჭი, ფლობს ტექნიკას, აქვს უნარები, რომ კარგი მზარეული იყოს, მაგრამ აქვს რაღაც ჩავარდნები, რის გამოც ისჯება ხოლმე და ვერ ხვდება რჩეულებში.

ნუცა ტექნიკას ფლობს, მონდომებულია, ძალიან ამბიციურია. თუმცა ეს ამბიციები ღალატობს ხოლმე იმიტომ, რომ შესაძლებლობებზე მეტი ამბიცია ძალიან ცუდია. ზუსტად ეს ღუპავს ხოლმე ნუცას - ხან ხვდება ლიდერებში, ხან - ვერა. იმედი მაქვს, თავის ხასიათს გამოავლენს კერძებში.

დიმუ შრომობს, წვალობს... ამ ბოლო პერიოდში ძალიან მოინდომა და ჯერჯერობით წინ მიიწევს.

- რა ელოდება მაყურებელს ნახევარფინალში?

ძალიან დიდი დაძაბულობა და დაუნდობელი ბრძოლა. იმედი მაქვს, ფინალში მაყურებლის სასურველი მონაწილეები მოხვდებიან.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია

ქეთა თოფურია ლევ ძენ­გო­ვთან ერთად ალპებში, "საშიშ ოთახში" ისვენებს - ფოტოები მომღერლის "ინსტაგრამიდან"

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"