ავტორი:

17 წლის გოგონამ აშშ-ში თვითმფრინავის გატაცება სცადა - "ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა და აეროპორტის შენობას დაეჯახა“

17 წლის გოგონამ აშშ-ში თვითმფრინავის გატაცება სცადა - "ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა და აეროპორტის შენობას დაეჯახა“

კალიფორნიაში პოლიციამ 17 წლის გოგონა დააკავა. გოგონამ აეროპორტიდან კერძო თვითმფრინავის მოპარვა სცადა. მან თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე გაიყვანა, თუმცა შემდეგ აეროპორტის შენობას შეეჯახა.

შემთხვევა კალიფორნიის აეროპორტში ოთხშაბათს მოხდა. ადგილობრივი ტელევიზიის, ABC30-ის ცნობით, გოგონამ ავიახომალდ King Air 200-ის წაყვანა სცადა.

#Fresno Yosemite International Airport put out surveillance video of the stolen plane.

Full Story >> https://t.co/Zoo1aVXkoN pic.twitter.com/gzk30PGRx8
— Troy Pope (@troycpope) December 18, 2019

აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკი კალდერონი ამბობს, რომ არ იციან როგორ მოახერხა გოგონამ თვითმფრინავამდე მისვლა და პილოტის კაბინაში შეღწევა.

მისი ინფორმაციით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული როგორც თვითმფრინავი, ასევე აეროპორტის შენობა და ზარალი დიდია. როგორც კალდერონი ამბობს, თვითმფრინავში გოგონას გარდა არავინ იმყოფებოდა და არც არავინ დაშავებულა

"მოტივი, თუ რატომ მოიქცა გოგონა ასე, უცნობია და ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რაიმე სახის კავშირი ტერორიზმთან უკვე გამოირიცხა“, - ამბობს კალდერონი.

გოგონა ამ ეტაპზე დაკავებულია თვითმფრინავის მოპარვის ბრალდებით. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

ასეულობით გაუქმებული ავიარეისი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქები - ევროპას ქარიშხალი "კიარა" დაატყდა თავს

იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს მიაღწია, ჩინეთში კი დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა

მასობრივი არეულობა ყაზახეთში - გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი