ავტორი:

ასეულობით გაუქმებული ავიარეისი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქები - ევროპას ქარიშხალი "კიარა" დაატყდა თავს

ასეულობით გაუქმებული ავიარეისი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქები - ევროპას ქარიშხალი "კიარა" დაატყდა თავს

ევროპის ჩრდილოეთ ნაწილს ქარიშხალი „კიარა“ დაატყდა თავს. მედიის ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში მეტეოროლოგიურმა ოფისმა ქარიშხლისგან გამოწვეულ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო 200-ზე მეტი გაფრთხილება გაავრცელა. წაქცეულია ხეები და ელექტროსადენები, 30,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარის სიჩქარემ ჩრდილოეთ უელსში 150 კმ/სთ-ს მიაღწია. შოტლანდიაში კი სახურავის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანია დაშავებული.

გაუქმდა ავიარეისები, შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. დახურულია დოვერის პორტი.

საშტორმო გაფრთხილება გაავრცელა გერმანიამაც, სადაც, ზოგიერთ რეგიონში ქარის სიჩქარე 150 კმ/სთ-ს აღწევს.

სტიქიის გამო, დიუსელდორფის, ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში ასეულობით რეისი გაუქმდა. შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა.

მოსალოდნელი ძლიერი ქარის გამო, ავიარეისები დაუქმდა ბრიუსელის აეროპორტშიც, ბელგიაში.

ქარიშხალ „კიარას“ ებრძვიან საფრანგეთში, ირნალდიაში, დანიაში, ჰოლანდიასა და ნორვეგიაშიც.

ანტარქტიდას ახალი, გიგანტური აისბერგი მოსწყდა - რა გავლენას მოახდენს გაყინული კონტინენტის  ლღობა დედამიწაზე

რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა?

"კორონავირუსის პირველი ვაქცინა შეიძლება 18 თვეში იყოს მზად" - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი