ავტორი:

მასობრივი არეულობა ყაზახეთში - გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი

მასობრივი არეულობა ყაზახეთში - გარდაცვლილია 10-მდე ადამიანი

ყაზახეთში მომხდარი შეტაკებისას მიღებული დაზიანებების გამო, კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში დაღუპულთა რიცხვმა 10-ს მიაღწია. საავადმყოფოებში იმყოფება 30-დე მოქალაქე.

ცნობისთვის, ყაზახეთში, ზამბილის პროვინციაში შეტაკებები პოლიციასთან მასანჩის სოფელში განხორციელდა. ასობით ადამიანი ადგილზე საპროტესტო აქციას მართავდა, რაც სამართალდამცველებთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, პოლიციამ 47 ადამიანი დააკავა. ადგილზე, სადაც ინციდენტი მოხდა, დუნგანების და ჩინელების ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.

უხანელი ექიმები თმას იპარსავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ

ფეხბურთის მეფეს სიარული აღარ შეუძლია - პელეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები და დეპრესია სტანჯავს

ასეულობით გაუქმებული ავიარეისი და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ქალაქები - ევროპას ქარიშხალი "კიარა" დაატყდა თავს