გერმანია მიიჩნევს, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჯერჯერობით შეუძლებელია . ამის შესახებ ”დოიჩე ველე” იუწყება.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გიდო ვესტერველეს განცხადებით, გერმანია თურქეთ-ევროკავშირის დაახლოებით დაინტერესებულია, თუმცა ორგანიზაციის წევრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. ”ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ასეთი სერიოზული სტრატეგიული პარტნიორი, როგორც თურქეთია, ორიენტირებული იყოს ევროპაზე”, - განაცხადა ვესტერველემ სტამბულში კოლეგასთან, ახმეტ დავუთოღლუსთან შეხვედრის შემდეგ.
გერმანელი მინისტრის განცხადებით, ფედერალური ხელისუფლება მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გაფორმების იდეით გამოდის, რომლებიც თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას დაუშვებს. ”თურქეთის კურსი- ეს ევროპაა. თურქეთთან მოლაპარაკებები საიმედოდ, საქმიანად და ფარული განზრახვების გარეშე უნდა წარიმართოს”, - განაცხადა ვესტერველემ და დაძინა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ამ ეტაპზე შეუძლებელია.