ავტორი:

რა ვითარებაა ავსტრალიაში - სატელიტიდან გადაღებული რეალური ფოტოები, სადაც ხანძრის კერები ჩანს

რა ვითარებაა ავსტრალიაში - სატელიტიდან გადაღებული რეალური ფოტოები, სადაც ხანძრის კერები ჩანს

სოციალურ ქსელებში ავსტრალიის ხანძრის ამსახველი არაერთი ფოტო ვრცელდება, თუმცა მათი დიდი ნაწილი ყალბია და სინამდვილეს არ ასახავს. გავრცელებული ფოტოების უმეტესობა წარსულში, სხვა ხანძრების დროსაა გადაღებული.

განსაკუთრებით აქტუალურია ცეცხლში გახვეული ავსტრალიის კონტინენტის ამსახველი ფოტო, რომელზეც წერენ, რომ ნასას მიერ სატელიტითაა გადაღებული. ფოტო მართლაც მძიმე სანახავია, თუმცა რეალური არ არის. სინამდვილეში, რასაც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ გრაფიკოს ენტონი ჰირსის მიერ გაკეთებული სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციაა, რომელიც ნასას მიერ გავრცელებულ სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნა.

გთავაზობთ სატელიტით გადაღებულ ფოტოებს, რომელსაც space.com და nasa.gov ავრცელებენ. ფოტოები დაუმუშავებელია. წითელი წერტილებით კი ხანძრის კერებია მონიშნული

ველური ბუნების ექსპერტები შიშობენ, რომ მასშტაბურმა ხანძრებმა ავსტრალიაში "კატასტროფული დანაკარგი“ გამოიწვია და ფლორა-ფაუნის მთელი რიგი სახეობები სრულად განადგურდა.

ექსპერტების აზრით, შესაძლოა, სრულიად განადგურებული იყოს პატარა ჩანთოსნების გარკვეული სახეობები და შავი კაკადუ. გარემოს ექსპერტის, ჰეიდი გროფენის განცხადებით, თაგვისმაგვარი ჩანთოსნები ისეთი პატარები არიან, რომ დიდი ალბათობით, უზარმაზარ ცეცლხს ვერ გაექცეოდნენ.

„თუკი ზოგიერთი მათგანი გადარჩა, შიმშილით დაიხოცებიან იმიტომ რომ იქ მათი საჭმელი აღარ დარჩა“, - აცხადებს გროფენი.

ექსპერტების თქმით, განადგურებულია ასევე კონტინენტზე მცხოვრები კოალების თითქმის ნახევარი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მათი თქმით, კოალები ნელა მოძრაობენ, რის გამოც, ცეცხლს თავს ვეღარ აღწევენ.

კენგურუს კუნძულის ველური ბუნების პარკის ერთ-ერთი თანამფლობელი სემ მიტჩელი აცხადებს, რომ ეკო სისტემის აღდგენას წლები დასჭირდება.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად 20-ზე მეტი ითვლება. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი. CNN-ის ცნობით, ხანძარმა ველური ბუნების მილიარდობით ბინადარი იმსხვერპლა. დამწვარია 4 მილიონი ჰექტარი ტერიტორია. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ხანძრის 127 კერა ფიქსირდება.

აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის - რა საფრთხეზე საუბრობს NASA

პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ სტატუსზე"