ავტორი:

"ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ " - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ორი ლაივშოუს ლიდერი

"ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ " - გაიცანით "მხოლოდ ქართულის" ორი ლაივშოუს ლიდერი

ამბობს, რომ უფრო დრამატული სიმღერები მოსწონს, აი, ისეთი პირველ ტურში ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად რომ შეასრულა. ნინი შონია „მხოლოდ ქართულის“ კონკურსანტია, ჩატარებული ოთხი ტურიდან, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ორი ლაივშოუს ლიდერია. „პირველ ტურზე თითქოს ისეთი ნერვიულობა არ მქონდა, როგორც ახლა“, - გვეუბნება კონკურსანტი, რომელსაც პირველ კონცერტზე გია ყანჩელის სპექტაკლისთვის „მეფე ლირი“ შექმნილი სიმღერის შესრულება ორიგინალურად მოუხდა, - კვარცხლბეკზე იდგა... მიუხედავად იმისა, რომ არც ისე კომფორტულ სიტუაციაში იყო, ამას მისი ნამღერისთვის ხელი არ შეუშლია. „ფართი არ მქონდა, რომ ზედმეტად მემოძრავა, თუმცა, მგონი, სიმღერა გამომივიდა“ - ისხენებს ნინი და AMBEBI.GE-სთან საუბარს ასე განაგრძობს:

„ეს ოთხვე ლაივი განსაკუთრებული იყო, ზოგი სიმღერა მოვირგე, ზოგი ჩემს სულერ განწყობილებასთან ახლოს არ იყო, თუმცა მაინც იმას ვცდილობდი, რომ ყველა გამეთავისებინა და ჩემებური ვერსია ისე წარმომედგინა. ზოგადად კი კონკურსის ფორმატიც ისაა, რომ უნდა მოვერგო ყველა ჟანრის მუსიკას“.

- ყველაზე ახლოს შენთან რომელი სიმღერა აღმოჩნდა?

- გია ყანჩელის ტურზე, ორკესტრთან ერთად რომ ვიმღერე, იმ სიმღერის წარმოდგენისას, ნამდვილი მე ვიყავი - ხასიათით, ჟანრობრივად, ყველანაირად. თუმცა დანარჩენ სიმღერებიც ვეცადე, ჩემთან ახლოს ყოფილიყო...

- 2 ტურის ლიდერი ხარ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაყურებელი მხარს გიჭერს, მოსწონხარ.

- დიახ, განსაკუთრებით მგულშემატკივრობენ. როგორც მე მინდა, საკუთარი თავი კარგად წარმოვაჩინო, ასეთივე სურვილი აქვთ მათაც, - უნდათ, რომ ჩემი შესაძლებლობები კონკურსში მაქსიმალურად გამოჩნდეს. მათი გულშემატკივრობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ჩემზეა, მე უნდა ვიმღერო კარგად და ასევე წარმოვაჩინო ჩემი თავი.

- როგორც ჩანს, ძალიან გიყვარს ქართული სიმღერა...

- ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ პატარაობიდან ვმღერი. თავიდან უცხოურ სიმღერებს ვმღეროდი. დედა ცდილობდა, ჩემში ქართული სიმღერისადმი სიყვარული გაეღვივებინა. ამას ახერხებდა და საბოლოოდ მოახერხა კიდეც. მას მერე, რაც „იმერეთის ხმის“ გამარჯვებული გავხდი, მივხვდი, რომ ქართული სიმღერები კიდევ უფრო მეტად მაინტერესებდა. ამ პროექტმა, რომელიც 2017 წელს ქუთაიში ჩატარდა და რომელშიც ჩართული იყო არაერთი კარგი და ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, ქართული სიმღერის სიყვარული მეტად გამიღვიძა. ეს არის კონკურსი, რომელიც ემსახურებოდა ქართული სიმღერების პოპულარიზაციას, სადაც გრან-პრის მფლობელი გავხდი.

- ე.ი. იმ კონკურსს ამ სიყვარულის გასაძლიერებლად დიდი როლი უთამაშია.

- კი და იმის მერე უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა „მხოლოდ ქართულში“ მეცადა ძალები...

- აბშიდან ხარ, იქ დაეუფე სიმღერას?

- კი... დავიბადე და გავიზარდე აბაშაში, ჩემი ყოველი მოგონება იქაურობას უკავშირდება. მუსიკა დედამ 3 წლიდან დამაწყებინა და შემაყვარა. აბსოლუტურად ყველგან დავყავდი ყველა პროექტში, ზოგან წარმატებას ვაღწევდი, ზოგან - ვერა. მისი სურვილი იყო, რომ ყველგან უნდა მიმეღო მონაწილეობა, სჯეროდა, რომ აუცილებლად გამიმართლებდა, მთავარი იყო, რომ დედას სჯეროდა, მერე უკვე მეც...

ხონის სტუდიაში ძალიან კარგ პედაგოგთან, ედუარდ გეგუჩაძესთან აბაშიდან ხონში ბაბუს დავყავდი, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. შემდეგ უკვე აბიტურიენტი ვიყავი და განსაკუთრებულად მოვდკიდე სწავლას ხელი. აბსოლუტურად ყველაფერი გადავდე, მათ შორის, მუსიკაც. იმ პერიოდში, დაახლოებით 2 წელი აქტიურად არ მიმღერია. მერე სასწავლებლად და საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, სიმღერასთან ურთიერთობაც განვაახლე.

- რა მიმართულებით სწავლობ?

- ჯავახიშვილში, ფსიქოლოგიისა და განთლების ფაქკულტეტზე, სადაც ცოტა ჩამოუყალიბებლად გადავდგი ეს ნაბიჯი, ამას ახლა ვხვდები, რადგანაც როგორც მუსიკაში, გული ისე არაფრისკენ მიმიწევს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროექტის შემდეგ მუსიკას უფრო ფუნდამენტურად მოვკიდებ ხელს. ალბათ სადმე მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარებ. ასევე ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღებაც და ამითაც გატაცებული ვარ...

- მოკლედ, მუსიკის სიყვარულმა „მხოლოდ ქართულშიც“ მოგიყვანა.

- კი, და არ ვარ უკმაყოფილო, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსანტობა არ არის ადვილი, სერიოზულად ვიღლები, მაგრამ კონკურსიც ეს არის... ახლა ინოლა გურგულიას სიმღერების ტურისთვის ვემზადები. „ჩემო მხარეო“ უნდა შევასრულო. ვფიქრობ, რომ განსხვავებული ტური იქნება, ვცდილობ, ჩემი გულშემატკივრების იმედები გავამართლო. პირველ რიგში - დედის იმედები.

- როგორ ფიქრობ, რა მოსწონს შენში მსმენელს?

- ჩემი გამოსვლის შემდეგ ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ვიდეოს ქვემოთ დაწერილ კომენტარებს. ისინი აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ ვმღერი აკადემიურად. ქართულ სიმღერას ყველაზე მეტად აკადემიურობა უხდება... რადგან ისინი ამას უსვამენ ხაზს, როგორც ჩანს, ჩემში ეს მოსწონთ...

- ქალბატონ მარინაზე, თქვენს მუსიკალურ პროდიუსერზე რას გვეტყვი?

- ქალბატონ მარინა ბერიძეს ძალიან დიდი ხანი ვადებნებიდი თვალს... კასთინგზე რომ გავედი, ძალიან მოვეწონე და მერე თითქოს ყველაფერი შეიცვალა და ისე მკაცრ შემფასებლად მას აღარ აღვიქვამდი.

ახლა ის ჩვენთან მუშაობს და მასთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, ცდილობს, მაქსიმალურად მოგვარგოს კომპოზიციები, რა შეცდომებიც გვაქვს, აღმოფხვრას და საბოლოო ჯამში კარგი პროდუქტი შექმნას.

- კონკურსისგან რა მოლოდინი გაქვს?

- მოლოდინი ის იყო, რომ პროექტში ბევრ ადამიანს გავიცნობდი და ეს მოლოდინი გამიმართლდა. სხვა რა გითხრათ, ის ვიცი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ წინასწარ არ ვიცი, შემდეგ ტურში რა სიმღერა მელოდება. თუმცა ჩემი ვალდებულებაა, ის სიმღერა, რომელსაც მომცემენ, მოვირგო. მოკლედ, ყვეალაფერი დამოკიდებულია ჩემზე და იმ სიმღერაზე, რომელსაც შემირჩევენ.

თუმცა რაც უფრო წინ მივდივართ, ყოველ ტურში აზრი მეცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ შეიძლება იმის ალბათობა იყოს, რომ აუტსაიდერებში მოვხვდე? ამასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნომრის მზადებას მონდომებას არ ვაკლებ. ვნახოთ...

"მაშინ ვერც წარმოვიდგენდით, წლების შემდეგ ამგვარად თუ განვითარდებოდა მოვლენები" - ჭოლას ქალიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ამბავი

10 ცნობილი ქართველი, რომლებსაც პოპულარობით შვილებმა აჯობეს

"30 კილოგრამით მეტი ვიყავი. სახლში ჩავიკეტე, გარეთ გამოსვლა არ მინდოდა..." - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელიც პირველი ლაივის ლიდერია