ავტორი:

ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა გაიხსნა

ჩინელებმა ორ დღეში დაასრულეს შენობის რეკონსტრუქცია, სადაც კორონავირუსით დაავადებულთათვის 1000-საწოლიანი კლინიკა  გაიხსნა

ჩინეთში, სპეციალურად კორონავირუსით დაავადებული ადამიანებისთვის, პირველი საავადმყოფო გაიხსნა, რომელიც 1000 პაციენტზეა გათვლილი. აღსანიშნავი ის არის, რომ შენობა, სადაც საავადმყოფო გახსნეს, დასრულებული არ იყო და მისი რეკონსტრუქცია ჩინელებმა 48 საათში შეძლეს.

კლინიკა ქალაქ უხანში გაიხსნა და როგორც Daily Mail წერს, მას Dabie Mountain Regional Medical Centre ჰქვია.

გარდა სარემონტო სამუშაოებისა, კლინიკა ყველა საჭირო ინვენტარით 48 საათში აღჭურვეს.

ჩინელებმა შენობის რეკონსტრუქცია 48 საათში შეძლეს

აღსანიშნავია, რომ შენობაში ისედაც კლინიკის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა სამუშაოები დამთავრებული არ იყო და ვარაუდობდნენ, რომ მის გახსნას 2020 წლის მაისში შეძლებდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამუშაოები დაჩქარებული ტემპით შაბათს დაიწყო. ორშაბათს კი, უკვე გაიხსნა. მოხალისეებმა მიიტანეს საწოლები, შეიყვანეს წყალი, ელექტროენერგია და ასევე ინტერნეტი.

კლინიკა აღჭურვეს ელექტროენერგიითა და ინტერნეტით

მოხალისეებმა კლინიკაში საწოლები მიიტანეს

გარდა ამისა, უხანში დაჩქარებული ტემპით აშენებენ ახალ საავადმყოფოსაც, რომელიც ასევე 1000 პაციენტზე იქნება გათვლილი. სამუშაოებს ათობით ბულდოზერი ასრულებს და ჩინელები მის გახსნას თებერვლის შუა რიცხვებისთვის გეგმავენ.

როგორც ხელისუფლება ამბობს, კლინიკის ასაშენებლად 10 დღე სჭირდებათ. თუმცა, ეს იქნება ასაწყობი შენობა, რომლის აგებაც, მართალია, სწრაფადაა შესაძლებელი, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ძვირი ჯდება.

ფოტოკოლაჟი, რომელსაც Business Insider ავრცელებს. მასზე ასახულია საავადმყოფოს მშენებლობის პირველი დღე და ორ დღეში მიღწეული შედეგი

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა