დიმიტრი მედვედევმა ელა პანფილოვას თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა

დიმიტრი მედვედევმა ელა პანფილოვას თხოვნა გადადგომის შესახებ დააკმაყოფილა

რუსეთის პრეზიდენტმა ელა პანფილოვას თხოვნა, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, დააკმაყოფილა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" იუწყება.

"სამწუხაროდ, ეს თემა არაერთგზის წარმოიშვა. პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო პანფილოვას გადადგომაზე და მას მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც ის დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ადამიანის უფლებების დასაცავად და სამოქალაქო საზოგადოების ასაღორძინებლად", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ.

ელა პანფილოვა რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოს 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა. გადადგომის შესახებ კი დღეს დილით რადიო "ეხო მასკვის" ეთერში განაცხადა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა