დოლფ ლუნდგრენი თავს კომედიის ჟანრში გამოცდის

დოლფ ლუნდგრენი თავს  კომედიის ჟანრში გამოცდის

დოლფ ლუნდგრენი ტელეარხ NBC-ის კომედიურ სერიალში - "ჩაკი" ითამაშებს. მსახიობის ახალი როლის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ სერიალში მთავარი როლის შემსრულებელმა, ზახარი ლევაიმ მის მიკრობლოგში დაწერა, რომ ლუნდგრენის უარყოფითი პერსონაჟი მისი გმირის, ჩაკის დამარცხებას ცდილობს.

სიუჟეტი ერთ დროს უნივერსიტეტიდან გარიცხული ახალგაზრდის, ჩაკ ბარტოვსკის გარშემო ვითარდება, რომელსაც დიდი ხნის უნახავი მეგობარი (და ამავე დროს ფარული აგენტი) ფოსტით საიდუმლო ფაილს გაუგზავნის. ჩაკი ფაილს გახსნის, შემთხვევით, ქვეცნობიერად, სრულიად საიდუმლო სამთავრობო კომპიუტერის მონაცემები დაამახსოვრდება, ცოცხალ ანალიტიკურ მანქანად გადაიქცევა და ამის გამო მალე საიდუმლო სამსახურის ოპერაციებში ჩაითრევენ.

ამჟამად დოლფ ლუნდგრენი სილვესტერ სტალონეს ახალ პროექტზე - "დაუოკებელნი" მუშაობას ასრულებს. ფილმი მაყურებელს სპეცრაზმის წევრების შესახებ მოუთხრობს, რომლებიც ერთ-ერთი ტროპიკული ქვეყნის კონფლიქტში ჩათრეულნი აღმოჩნდნენ... მთავარ როლებს თავად სტალონე, მიკი რურკი, ჯეისონ სტეიტემი, ჯეტ ლი, დოლფ ლუნდგრენი, ტერი კრიუსი, ერიკ რობერტსი და არნოლდ შვარცენეგერი ასრულებენ.

ნატო მანჯავიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება