ავტორი:

ხათუნა ჟორდანიას გრანდიოზული დაბადების დღე და ემოციური დუეტი ზურა ხაჩიძესთან - ფოტოები წვეულებიდან

ხათუნა ჟორდანიას გრანდიოზული დაბადების დღე და ემოციური დუეტი ზურა ხაჩიძესთან - ფოტოები წვეულებიდან

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ამის შესახებ, "რეიტინგთან" ინტერვიუში მისმა მეუღლემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ისაუბრა.

"ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობა მისი დაავადების მხრივ. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა ხაჩიძემ ინტერვიუში.

ხათუნა თვეებია ისრაელში მკურნალობს. დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა - მარჯვენა ფილტვის სიმსივნე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ოჯახმა სრულიად შემთხვევით გაიგო, როდესაც ძლიერი ხველის შემდეგ ექიმს მიმართეს.

ჟორდანიასთან ერთად ისრაელში ხშირად არიან მისი უფროსი ქალიშვილი ნინი ქარსელაძე, მეუღლე და მეგობრები. ამჯერად, ხათუნა საქართველოშია განსაკუთრებული მიზეზით - 9 თებერვალს მომღერალმა დაბადების დღე აღნიშნა.

წვეულებაზე ხათუნა ჟორდანიას საყვარელი ადამიანები, მეგობრები და ცნობილი ხელოვანები შეიკრიბნენ.

"მიყვარხარ და მინდა იყო ყველაზე მაგრად ამ ქვეყანაზე! მე მწამს უფალი შენთან და ჩვენთან არის!!!" - ასე მიულოცა ზურა ხაჩიძემ მეუღლეს დაბადების დღე.

წყვილმა საიუბილეო წვეულებაზე ნატო გელაშვილის და გიო ხუციშვილის ცნობილი დუეტი "აყვავდება როცა ნუში" შეასრულა. ემოციურმა შესრულებამ სტუმრების აპლოდისმენტები დაიმსახურა.

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა

ჰოლივუდი ოპერაში