ავტორი:

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" მუსიკალური ხელმძღვანელი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

"წინასწარ ვიცოდით, რომ ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა" - "დიდი სცენის" მუსიკალური ხელმძღვანელი რთულ ტურსა და ნახევარფინალზე

პროექტი "დიდი სცენა" ნახევარფინალისთვის ემზადება. როგორც პროდიუსერები ამბობენ, კონკურსანტები გენიალური stevie wonder-ის ტურს წარმოადგენენ. თუმცა ამ ტურს, გასულ კვირას, შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ტური უძღოდა. პროექტის მონაწილეებმა კომპოზიტორის უკვდავი სიმღერები ნიკოლოზ რაჭველის ორკესტრთან ერთად შეასრულეს.

AMBEBI.GE-ს საკუთარ შთაბეჭდილებას უზიარებს პროექტის და "რუსთავი 2"-ის მუსიკალური ხელმძღვანელი ნანა გვარმიანი:

- ბიძინა კვერნაძის სიმღერების არშესრულება დანაშაული იქნებოდა, რადგან ყოველი მისი სიმღერა მარგალიტია. ახალი თაობისთვის ცოტა რთულია ქართული მუსიკის შესრულება, ამიტომ, არ იყო მარტივი ამოცანა, როდესაც კონკურსში დიდი კომპოზიტორის შემოქმედებას შევეხეთ. ეს დიდ კულტურას, სიმღერის უნარ-ჩვევების ცოდნას მოითხოვდა.

შესაბამისი ტექნიკაც უნდა გააჩნდეს მომღერალს, რომ შეძლოს, კარგად იმღეროს ბიძინა კვერნაძის ნამუშევრები, რომელსაც აბსოლუტურად ქართული მელოდია, ინტონაცია, მუსიკა, ფრაზა აქვს. მოკლედ, ამ ყველაფრის დაძლევა ყველა კონკურსანტისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, წინასწარ ვიცოდით, რომ ამ სირთულეების გამო ყველაფერი იდეალურად გადალახული არ იქნებოდა, მაგრამ ასეთ ბარიერებს არ უნდა შევუშინდეთ და არ უნდა ავირიდოთ თავიდან ის, რომ მისი სიმღერები არ შევასრულოთ. თუ მათ არ ვიმღერებთ, გამოდის, რომ აღარავინ შეეხება მის საოცარ მუსიკას. ამიტომ მაქსიმალურად შევეცადეთ.

ბიძინა კვერნაძის ტური ნიკოლოზ რაჭველის იდეაც იყო. კონკურსანტები და სიმღერები ერთობლივად შევარჩიეთ, გადავანაწილეთ, ვინ რომელ სიმღერას მოიხდენდა. განსაკუთრებულად საინტერესო ომა ფავორის შემთხვევა იყო, რადგან გენიალური "ვარდები არ არიან" მოამზადა, რომლის სხვადსხვა ვერსია მანამდე არაერთხელ მოგვისმენია (ქალის, მამაკაცის შესრულებით). ომას შემთხვევაში უკვე ფერადკანიანის შესრულებით იქნებოდა ის, მაგრამ სამწუხაროდ მან ეს ვერ შეძლო, რადგანაც პროექტის დატოვება მანამდე მოუხდა. ვფიქრობ, ზოგადად კარგად გაართვა ამ ყველეფერს თავი.

მართალია, მაყურებელს მისი ნამღერი "ვარდების" მოსმენის საშულება არ მიეცა, მაგრამ მოისმინეს, მისი დუეტი სიმღერით - "ფოთლები რომ ჩურჩულებენ". ამ ყველაფრით კი დამტკიცდა, რომ ბიძინა კვერნაძის მუსიკა არის საერთაშორისო. ომამ დუეტი ლუკასთან ერთად შეასრულა. როდესაც ადამიანი მუსიკალურია, მუსიკალური ინტუიცია აქვს, მაშინ ყველაფერს ახერხებს. ნებისმიერ ქართველზე ნაკლებად არ შეუსრულებია, რადგანაც მან სიმღერის სწორად გაგება შეძლო.

- ზოგადად კონკურსანტებზე რას იტყვით?

- კონკურსანტებმა ამ ყველაფერს მეტ-ნაკლებად ნორმალურად გაართვეს თავი. საერთოდ ნებისმიერი ტური მათთვის სერიოზული გამოცდილებაა. ამჯერად ეს სიმფონიურ ორკესტრთან პირველი შეხება იყო, რაც დამწყები მომღერლისთვის დიდი ბედნიერბა და პატივი გახლავთ. ამასთან, ვფიქრობ, მათთვის სასიამოვნოც იყო ეს ყველაფერი. დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს დააფასებენ და მათ გონებაში ეს გამოცდილება შესაბამისად დაილექება.

- თავად კონკურსზე რას იტყვით? ასეთი ფორმატის კონკურსი ეთერში პირველად გადის და მისი მუსიკალური პროდიუსერი სწორედ თქვენ ხართ...

- ვფიქრობ, ეს კონკურსი იმ კუთხით არის საინტერესო, რომ მრავალფეროვანია და ეს რეპერტუარი ჟანრების თვალსაზრისითაა საინტერესო. კონკურსანტებს ბევრ ჟანრსა და სფეროში უწევთ ძალების მოსინჯვა, საკუთარი თავის აღმოჩენა, რაც მათთვის საინტერესო პროცესია. ასევე მათ ფართო ასპარეზიც უჩნდებათ, შეუძლიათ გაერკვნენ იმაშიც, სად შეიძლბა, რომ თავი უკეთესად იგრძნონ და აღმოაჩინონ.

იყო ქართული ტური, უცხოური, როკის, ბიძინა კვერნაძის და იქნება stevie wonder-ის ტურიც, ფინალი კი - ისევ აკადემიური და ისევ ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. როგორც ვთქვი, ეს ყველაფრი საუკეთესო საშუალებაა, რომ დამწყებმა მუსიკოსებმა თავი იპოვონ.

თუ კონკურსანტებზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ათივეზე ვერ ვიტყვი, რომ ყველა ერთნაირია. ეს შეუძლებელიცაა, რადგანაც ყველა ინდივიდუალურია. არის მეტ-ნაკლები სირთულეები, რადგანაც ესენი ჯერ დამწყები მომღელები და არშემდგარი მუსიკოსები არიან, ძალიან თვალში საცემია ხოლმე მუშაობისას, მუსიკალური განათლების უქონლობა. მუსიკალური განათლების მქონეებთან გაცილებით მარტივია პროცესი.

- ბოლო ტურზე ლამაზი სამოსი ეცვათ პროექტის მონაწილეებს. ვინ მუშაობს მათ კოსტიუმებზე?

- მონაწილეებს სხვადასხვა დიზაინერი აცმევს. ბოლო ტურზე "რუსთავი 2"-ის დიზაინერმა ნუცა ჩაჩანიძემ ჩააცვა. მათი სამოსი ყოველთვის სიმღერასთან და რეპერტუართანაა შეხამებული... მოკლედ, საინტერესო დღეებია, რომლისთვისაც უკვე დიდი მონდომებით ვემზადებით.

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ