ავტორი:

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ

თბილისში, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებს გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩა დააკავშირებს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისი ოჯახისთვის და როგორ ცხოვრობს გიოს გარეშე, მისი მეუღლე მაია ჯორჯაძე გვესაუბრა:

- ვისი იდეა იყო გიო ხუციშვილის სახელობის ქუჩის გახსნა?

- საკრებულოს და მერიის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ტყემალაძეს, რომელმაც ზუკას ასეთი იდეა შესთავაზა. მერე ქუჩებს ვეძებდით და ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის ქუჩების გამაერთიანებელი ქუჩა ავარჩიეთ. ადრე მანდვე, ახლოს ვცხოვრობდით.გიო რომ ცოცხალი ყოფილიყო, სიხარულისგან გადაირეოდა. წელიწად-ნახევარი გადის და სულ ვგრძნობ, რომ გიო აქ არის.

- როგორ სწავლობთ მის გარეშე ცხოვრებას?

- მართლაც"ვსწავლობ. სულ რაღაცას ვეჯახები, სულ რაღაც პრობლემაა, იმიტომ, რომ ყველაფერს თავად აკეთებდა, მე არაფერში მრევდა.და მაინც, სულ ვგრძნობ, რომ ჩემთან არის. ძალიან ბევრჯერ, რაღაცას ვაკეთებ და უცებ ვიღაც მირეკავს ან მწერს, გიო დამესიზმრა და მითხრა, მაიას ეს უთხარი, ის უთხარიო, და მე იმწუთას იმას ვაკეთებ. დავდივარ, ველაპარაკები და ვიცი, რომ ესმის. ყოფილა მომენტები, რაღაც უნდა გამეკეთებინა და აღარ გამიკეთებია, იმიტომ, რომ ვგრძნობ, გიოს ეს არ მოეწონებოდა. ერთხელ დამესიზმრა და მითხრა, რა დაგემართათ, რა ყირაზე დააყენეთ ყველაფერი, არაფერი არ მომხდარა, მე აქა ვარო. დილით გავიღვიძე, ამ სიზმარს ჩემს რძალს ვუყვებოდი და ამ დროს დამირეკა გიოს დამ და მიამბო იგივე სიზმარი.

- ავადმყოფობის გამო სასოწარკვეთის მომენტები არ ჰქონდა?

- არა, აქეთ გვაწყნარებდა, ეს ყველაფერი სისულელეა და მოვერევიო. მეც ასე მეგონა.გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ისრაელში უნდა გავფრენილიყავით, გადავდეთ და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ცოტა მოგვიანებით წავიდოდა. ბოლომდე მჯეროდა, რომ ავადმყოფობას გადალახავდა.29 წელი ვიყავით ერთად. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ახალ წელსაც ყოველთვის სახლში ხვდებოდა, ერთხელ შეხვდა "მერიოტში", კონცერტი ჰქონდა და მე და ზუკაც წავედით. ბავშვებს ისე არ უყვართ და არ უხარიათ ახალი წელი, როგორც მას უყვარდა. სიურპრიზების გაკეთებაზე ხომ გიჟდებოდა, მით უმეტეს, ახალ წელს...წაიკითხეთ სრულად

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

თბილისის რეალური ისტორია "ხოხბის ლეგენდის" მიღმა - "რატომ ვაკლებთ ქალაქს 200 წელს?!"