ავტორი:

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, "ქარვასლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, "ქარვასლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ ''ქარვასლა''-ში (ც. დადიანის #7) ზოო ფესტივალი გაიმართება. პროექტს მხარს უჭერს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაცია. სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა სახის ცხოველებსა და ფრინველებს, მიიღონ უფასო კონსულტაცია ცნობილი ვეტერინარი ექიმებისგან და დაესწრნონ ზოო ლექციას.

ამას გარდა, მათ ელით უამრავი სიურპრიზი, სხვადასხვა აქტივობა და გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზოომაღაზიები.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა"პალიტრა L" და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები და ლიტერატურა ცხოველების შესახებ.

ბავშვებისთვის კი მოეწყობა ინტერაქციული თამაშები.ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ცხოველი, ფრინველი და ქვეწარმავალი, მათ შორის:

• ფარშევანგი

• ზაზუნები

• ზღვის გოჭები

• კურდღლები

• მაიმუნები

• ლეკვები

• კატები

• თუთიყუშები

• აფრიკული ზღარბიები

• გველები

• ხვლიკები

• ობობები

და სხვა..

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის ყოლის კულტურისა და მოვლა-პატრონობის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რათა ხელი შეეწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში.

დასწრება თავისუფალია!

15 თებერვლამდე ნალექი, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები

5 გემბანი, აუზი, სპა, კინოთეატრი - დაათვალიერეთ ბილ გეითსის სუპერიახტა, რომელიც 644 მილიონი დოლარი ღირს