ავტორი:

მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს კორონავირუსით ინფიცირება ემუქრება? - რას ვარაუდობს ჯანმო-ს მრჩეველი

მსოფლიო მოსახლეობის ორ-მესამედს კორონავირუსით ინფიცირება ემუქრება? - რას ვარაუდობს ჯანმო-ს მრჩეველი

მსოფლიოს მოსახლეობის ორი-მესამედი შესაძლოა კოროვირუსით COVID-19 დაინფიცირდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩევლის, ვირუსოლოგ ირა ლონჯინის განცხადების საფუძველზე. ლონჯინი ახორციელებდა კვლევებს, თუ როგორ ვრცელდება ჩინეთში ინფექცია.

ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შენელება კარანტინებით, თუმცა ვიდრე ჩინეთის მთავრობა აღნიშნულ ზომებს მიმართავდა, ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელდა.

ლონგინის თქმით, მისი შეხედულები ემყარება მონაცემებს, რომელიც აჩვენებს, რომ ვირუსით ინფიცირებული ყველა ადამიანი ინფექციას გადასცემს ორ ან სამ ადამიანს.

მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებისთვის თვალყურის დევნება რთულია იმის გამო, რომ დაავადების სწრაფი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ის გამოვლენამდე უკვე გადამდებია.

შეგახსენებთ, კოროვირუსი COVID-19-ის 64 435 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 1380-ს გადააჭარბა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 13 თებერვლის ანგარიშის თანახმად, გლობალურად დადასტურებულია COVID-19-ის 46 997 შემთხვევა, აქედან დიდი ნაწილი დაფიქსირდა ჩინეთში, ხოლო 447 შემთხვევა ჩინეთს გარეთ (იაპონია, ვიეტნამი, ავსტრალია, მალაიზია, აშშ, კანადა, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი და სხვ.)

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, სოლიდარობის ნიშნად, ჩინეთიდან ევაკუირებულებთან ერთად კარანტინში დარჩება

ტრამპი ოსკარის გამარჯვებულ "პარაზიტზე" - "ეს საერთოდ რა ჯანდაბაზე იყო?"

ჩინეთიდან ევაკუირებული უკრაინის მოქალაქეების ავტობუსს  მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს