ავტორი:

"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"ეს ადამიანი თავს იცავდა, არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია" - რას ამბობს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

გუდაურში მომხდარ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ მას მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ მკვლელობის განზრახვა არ მქონია, მოვიდნენ და მცემესო. რაც შეეხება პროცესს, დაცვის მხარეს არ გვქონია მოლოდინი, რომ მას შეეფარდებოდა გირაო და პატიმრობიდან გათავისუფლდებოდა.

მთავარია ის, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე მას ედავება, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ასევე ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა. აღნიშნული პოზიცია ცალსახად ეწინააღმდეგება რეალობას, რასაც სინამდვილეში ადგილი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სასამართლო ბრალდების მხარის ამ პოზიციას არ გაიზიარებს და სრულად გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას", - განაცხადა კაკაბაძემ.

ნაცემი კობიაშვილი, ფოტო: ფბ-გვერდი "ყველაფერი სამხედრო"

თუ რა მოტივი შეიძლებოდა ჰქონოდა მკვლელობაში ბრალდებულსა და ინციდენტში მონაწილე დანარჩენ პირებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ადვოკატი აცხადებს, ინფორმაციას არ ფლობს.

"ვიდეოკამერების ჩანაწერები ნახეთ და კიდევ ბევრ მტკიცებულებას ნახავთ, რომლითაც ნათლად დარწმუნდებით, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა, მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. იმაზე აპელირება, თითქოს ის იარაღს უკანონოდ ატარებდა, აბსოლუტურად მცდარია. ის იარაღს სრულად კანონიერად ატარებდა და ბრალდების მხარეც არ გვედავება იმას, რომ ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა. ის უწესიერესი ადამიანია, არასდროს ყოფილა ნასამართლევი.

მოკლული თაზო გორთამაშვილი

როცა მისი გამოკითხვა ჩატარდა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყოფებოდა, მას დღესაც ტვინის შერყევა და უამრავი დაზიანება აქვს, მას გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად საუბარი უჭირს. მე, როგორც მისი უფლებების დამცველი ადვოკატი, დღემდე ვერ ვახერხებ მასთან გავიარო გარკვეული საკითხები. ველოდები როდის გამოჯანმრთელდება", - განაცხადა კაკაბაძემ.

ადვოკატის განმარტებითვე, ბრალდებული გირაოს შეფარდების შემთხვევაში არსად მიიმალებოდა.

"ბრალდების მხარემ ისაუბრა, რომ თითქოს მიმალვის საფრთხე არსებობდა, თუ მას გირაო შეეფარდებოდა. ამას ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულს საზღვარი არაერთხელ ჰქონდა გადაკვეთილი. ბრალდებულმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარი ბევრჯერ აქვს მას გადაკვეთილი, მაგრამ ის იყო შესაბამის მისიებში, იბრძოდა ავღანეთში, ერაყში და რა თქმა უნდა, მის მიერ საზღვრის დატოვება უკავშირდებოდა სამსახურს. მას მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სხვა ქვეყანაში არ ჰქონია და სხვა ქვეყნებთან კავშირი არ აქვს", - აღნიშნა კაკაბაძემ.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 8 აპრილს, 14:00 საათზე დაინიშნა.

ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

შსს-ს პასუხი ბათუმის აქციის მონაწილეებს - "ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, სადაც დაკავებულების ხულიგნობის ფაქტია ასახული"