ავტორი:

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა

პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანელ საოპერო მომღერალს პლასიდო დომინგოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მომღერალმა საზოგადოებას თავადვე აცნობა.

"ვფიქრობ, ჩემი მორალური ვალდებულებაა გითხრათ, რომ COVID-19-ის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მე და ჩემი ოჯახი იზოლაციაში ვართ და ექიმების რჩევებს ვითვალისწინებთ. მქონდა სიცხე და მახველებდა, ამიტომაც ტესტი ჩავიტარე და დადებითი შედეგი აჩვენა.

გევედრებით ყველას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ და მიჰყვეთ ძირითად რეკომენდაციებს. დაიბანეთ ხშირად ხელები, დაიცავით დისტანცია და გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და გთხოვთ, დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. ერთად ვებრძოლოთ ამ ვირუსს და შევაჩეროთ მსოფლიო კრიზისი.

იმედი გვქონდეს, რომ მალე ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. გთხოვთ, მიჰყევით ხელისუფლების რეკომენდაციებს და დაემორჩილეთ რეგულაციებს იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და სხვები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მომღერალი ავრცელებს.

ესპანეთის კლინიკებში ადგილები აღარ ჰყოფნით - საგამოფენო დარბაზში საველე ჰოსპიტალი მოეწყო (ფოტოები)

ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს

"იცეკვე ისე, თითქოს არავინ გიყურებს" - Reuters-ის ფოტო კორონავირუსის გამო დაცარიელებული ტაიმზ-სკვერიდან