დავით მაღრაძე ქართული პენცენტრის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

დავით მაღრაძე ქართული პენცენტრის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

პოეტი დავით მაღრაძე ქართული პენცენტრის პრეზიდენტობიდან გადადგა.

გადადგომის მიზეზებს მაღარაძე სპეციალურ წერილში განმარტავს, რომელსაც საერთაშორისო პენცენტრის პრეზიდენტს, ჯონ რალსტონ საულს და საერთთაშორისო პენცენტრის საერთაშორისო მდივანს იუჯინ შელგინს უგზავნის. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ძვირფასო ბატონებო და კოლეგებო, როგორც თქვენთვის ცნობილია მე დათო მაღრაძე, ქართულ პენცენტრს ვხელმძღვანელობ 1997 წლიდან. მინდა მადლიერება გამოვხატო სულ რამდენიმე დღის წინ მიღებული თქვენი ჩემდამი მხარდაჭერისთვის.

თქვენ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განახლდა ქართული პენცენტრის გამგეობისა და აპარატის შემადგენლობა, რომელიც აქტიურად შეუდგა საერთაშორისო ფესტივალი "სიტყვის თავისუფლებისთვის" მზადებას.

მინდა გაცნობოთ, რომ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემს უცხოელ პარტნიორ გამომცემლებთან ერთად ვადგენდი მომავალი ერთი წლის შემოქმედებით გრაფიკს, სადაც განსაზღვრულია ჩემი წიგნის პრეზენტაციები სტამბულში, ტრაბზონში, ჰელსინკში, ნიუიორკში, მოსკოვში, მილანში და ასე შემდეგ.

აგრეთვე, მომავალი წლის ოქტომბრში, როცა საერთაშორისო ფესტივალის გამართვა დაგეგმილია თბილისში, სწორედ ამ დროს მიწვეული ვარ მაკედონიაში პოეზიის ფესტივალზე.

მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი თქვენდამი პატივისცემა და მადლიერება მხარდაჭერისთვის.

ყოველივე ზემოხსენებულის გამო და კიდევ იმის გამო, რომ ქართული პენცენტრის უკანასკნელი განცხადების ტექსტზე, რომელიც თქვენც გამოგეგზავნათ, ჩემთან შეუთანხმებლად, ხელმომწერთა შორის გაჩნდა ჩემი სახელი და გვარი, გთხოვთ მიიღოთ ცნობად ჩემი გადაწყვეტილება ქართული პენცენტრის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

ვიმედოვნებ, რომ ახალი საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც არიან ძალზედ ნიჭიერი მწერლები და გამომცემლები, ეფექტურად გაართმევენ თავს აღებულ ვალდებულებებს", - ნათქვამია დავით მაღრაძის წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება