ავტორი:

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა

"იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება" - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყანა კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომებს ამკაცრებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ თავშეყრას კრძალავს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნული სამუშაოს ან გადაუდებელ საჭიროებას უკავშირდება. მისივე განცხადებით, ზომები საზოგადოების დასაცავად იქნა შემოღებული.

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 97 ადამიანით გაიზარდა და ქვეყანაში ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 463-ს შეადგენს.

იტალია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა, ინფიცირებულთა და ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა