ავტორი:

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაადასტურა . ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მამაკაცი პაციენტის კონტაქტი ევროპას უკავშირდება და ის იზოლაციაში იმყოფებოდა.

"მისი ოჯახის წევრები და კონტაქტები მონიტორინგის ქვეშ არის. გთხოვთ, არ იმოგზაუროთ საზღვარგარეთ, თუ ეს აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს. მათ კი ვინც, ჩამოდის საზღვარგარეთიდან, გთხოვთ დაიცვათ თვითიზოლაცია",-აცხადებს მინისტრი.

მისივე განცხადებით, სამედიცინო პერსონალმა და საავადმყოფოებმა სიფრთხილის ზომები მიიღეს.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა