ავტორი:

როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნაომი კემპბელი - ასე ჩაცმული "შავი ავაზა" აქამდე არ გინახავთ

როგორ იცავს თავს კორონავირუსისგან ნაომი კემპბელი - ასე ჩაცმული "შავი ავაზა" აქამდე არ გინახავთ

ახალი ტიპის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აშინებს და საზოგადოების დიდი ნაწილი პანიკაშია. ადამიანები თავის დასაცავად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

როგორც ჩანს, კორონავირუსით შეშინებულია პოდიუმის დედოფლად აღიარებული სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც, რომელიც ლოს ანჯელესის აეროპორტში პაპარაცებმა ერთი შეხედვით უჩვეულო ფორმაში აღბეჭდეს, თუმცა თუ მიმდინარე მოვლენებს გავითვალისწინებთ, მისი ჩაცულობა სულაც აღარ იქნება გააკვირი.

ნაომი კემპბელი ვირუსების საწინააღმდეგო სრული ეკიპირებით იყო აღჭურვილი. მოდელი "ინსტაგრამის" გვერდზე თავადაც ავრცელებს აღნიშნულის ამსახველ ფოტოებს.

ნაომი კემპბელი აქამდეც მოუწოდებდა თავის მიმდევრებს სიფრთხილისკენ. მან რამდენიმე დღის უკან სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც მას პირნადე უკეთია. მოდელმა მოუწოდა მიმდევრებს ჰიგიენის წესების დაცვისკენ და უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ.

ნაომის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო აერპორტებში, ვინაიდან ასეთი ადგილები ვირუსის გავრცელების ყველაზე საშიში წყაროა.

"ევროვიზია 2020" კორონავირუსის საფრთხის გამო აღარ გაიმართება

თუ კორონავირუსის გამო სახლში დარჩი, უსმინე ქართველი მუსიკოსების დისტანციურ კონცერტებს ინტერნეტში

"რომ არა ჩემი მეუღლის ვაჟკაცობა, ქუჩაში დავრჩებოდი გათიშული" - მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილს გულზე ოპერაცია ჩაუტარდა