ავტორი:

კორონავირუსი და ცნობილი ადამიანები - Covid 19 ჰოლივუდში, სპორტსა და პოლიტიკაში

კორონავირუსი და ცნობილი ადამიანები - Covid 19 ჰოლივუდში, სპორტსა და  პოლიტიკაში

მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსს ებრძვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პანდემია გამოაცხადა. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

Worldometers-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით 126 380 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 4 634 გარდაიცვალა, ხოლო 68 313 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით დაინფიცირდნენ ცნობილი ადამიანებიც. მათ შორის, ჰოლივუდის ვარსკვლავი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი, ტომ ჰენკსი.

ვნახოთ, პოპულარული ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ზოგი კი კარანტინში მოათავსეს

ტომ ჰენკსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენკსი და მისი ცოლი, რიტა უილსონი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. საზოგადოებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ტომმა "ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის საშუალებით აცნობა.

"ჩვენ თავს დაღლილად ვგრძნობთ, თითქოს გავცივდით. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს დღევანდელ მსოფლიოშია აუცილებელი, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი ჩავიტარეთ და დადებითი შედეგი გვქონდა" - წერს ჰენკსი.

იტალიელი ფეხბურთელი დანიელე რუგანი

იტალიის საფეხბურთო კლუბის, "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. "იუვენტუსის“ ოფიციალური განცხადებით, ისინი იცავენ რეკომენდაციებს და ყველა ის პირი, რომელსაც რუგანისთან ჰქონდა ურთიერთობა, კარანტინშია. კლუბის ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელს ამჟამად არანაირი სიმპტომი არ აქვს და ვირუსი უსიმტომოდ მიმდინარეობს. ექიმების თქმით, რუგანის ადრეულ ეტაპზევე აღმოუჩინეს დაავადება, რაც მისი განკურნების შანსს ზრდის. აღსანიშნავია, რომ 3 აპრილამდე იტალიაში ყველანაირი სპორტული ღონისძიების გამართვა აკრძალულია.

NBA-ის კალათბურთელი, რუდი გობერტი

"იუტა ჯაზის" კალათბურთელს, რუდი გობერტს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განცხადებით, ყველა თამაში გადაიდო და ჩემპიონატი შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე, კალათბურთელმა კორონავირუსთან დაკავშირებით კამერების წინ იხუმრა და მიკროფონებს ხელით შეეხო.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, ნადინ დორისი

რამდენიმე დღის უკან დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს, ნადიმ დორისს კორონავირუსი დაუდასტურდა. დორისმა ამის შესახებ საზოგადოებას თავადვე აცნობა. მას შემხებლობა ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მინისტრი თვითიზოლაციაში იყო, მოგვიანებით კი, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ევანგელოს მარინაკისი, საფეხბურთო კლუბ "ოლიმპიაკოსის" მფლობელი

ბერძნული საფეხბურთო კლუბის, "ოლიმპიაკოსის" მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ლონდონში "არსენალისა" და "ოლიმპიაკოსის" თამაშს დაესწრო "ემიერითს სთედიუმზე". მას შემდეგ, რაც მარინაკისს კორონავირუსი დაუდგინდა, არსენალის თამაშები გადაიდო და კლუბის ვარსკვლავები კარანტინში არიან, თუმცა კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები, ინფორმაცია არ საჯაროვდება.

ტომ კრუზი

ტომ კრუზს კორონავირუსი არ დადასტურებია, თუმცა მას დისკომფორტი შეექმნა და ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწია. მსახიობი იტალიაში Mission: Impossible-ის გადაღებაზე იმყოფებოდა, თუმცა კორონავირუსის გამო ფილმის გადაღებები შეჩერდა და გადამღები ჯგუფი, ასევე მსახიობები ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იყვნენ. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია.

კილიან მბაპე

ფრანგ ფეხბურთელს, კილიან მბაპეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, რადგანაც ის ორი დღის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა და ვირუსის სიმპტომები ჰქონდა, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა