ავტორი:

მიტოვებული ტურისტული ქალაქები - იტალიის ფოტოები კორონავირუსამდე და ვირუსის გავრცელების შემდეგ

მიტოვებული ტურისტული ქალაქები - იტალიის ფოტოები კორონავირუსამდე და ვირუსის გავრცელების შემდეგ

იტალია, მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული ქვეყანა და ბევრი მოგზაურისთვის საყვარელი მიმართულებაა, თუმცა ახლა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, მთელი ქვეყანა კარანტინშია, აკრძალულია გადაადგილება სპეციალური ნებართვის გარეშე. ქუჩები დაცარიელებულია.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით იტალიაში რთული ვითარებაა. ამ დროისთვის ვირუსით 15 113 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 1016 გარდაიცვალა, ხოლო 1258 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსამდე და ვირუსის გავრცელების შემდეგ იტალიის ქუჩებში გადაღებული ფოტოები კი ყველაზე უკეთ ასახავენ მდგომარეობის სიმძიმეს...

ტურისტებით სავსე რომის კოლიზეუმის მიმდებარე ტერიტორია კორონავირუსის გავრცელებამდე
კოლიზეუმი კორონავირუსის შემდეგ
ასეთი იყო წმინდა პატრიკის მოედანი ჯერ კიდევ ორი კვირის წინ...
ახლა კი იგივე მოედანი ასე გამოიყურება
ტრევის შადრევანი კორონავირუსის გავრცელებამდე
ტრევის შადრევანთან დღეს აღარავინ იღებს ფოტოებს...
ესპანური კიბეები კორონავირუსის გავრცელებამდე
ესპანური კიბეები ახლა
ხალხმრავალი პიაცა ნავონა კორონავირუსის გავრცელებამდე
პიაცა ნავონა დღეს
წმინდა მარკოზის მოედანი გასული წლის ივნისში
იგივე მოედანი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ
წმინდა მარკოზის ბაზილიკა - ფოტო გასული წლის ივნისშია გადაღებული
იგივე ადგილი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ასე გამოიყურება
გონდოლებით გადაჭედილი ვენეცია კორონავირუსის გავრცელებამდე
ვენეცია ახლა
ვენეცია, რიალტოს ხიდი კორონავირუსამდე
რიალტოს ხიდი ახლა
მილანის საკათედრო ტაძარი კორონავირუსის გავრცელებამდე
იგივე ადგილას ახლა მხოლოდ მტრედები დარჩნენ...
მილანი, გალერეა "ვიტორიო ემანუელე" კორონავირუსამდე
ცნობილ გალერეაში დღეს აღარავინ შოპინგობს...

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა