ავტორი:

"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ნუ დამიღუპავთ შვილს..." - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

"ცოტნეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ნუ დამიღუპავთ შვილს..." - მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას შესახებ წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც მანანა არჩვაძე გამსახურდია წერს, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. პაციენტის დედა ვაჟის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

"მოგმართავთ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, აღმსარებლობისა, ასაკისა და სქესისა!

გთხოვთ გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბოლის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან. შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლიდა.

ჩემთვის ცნობილი არ იყო თბილისიდან გამომგზავრებისას, თუ რომელ კლინიკაში გადაგვყავდა ცოტნე. ორიენტაცია აღებული მქონდა თურქეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალზე ან ამერიკის სამხედრო აკადემიის ჰოსპიტალზე, რომელიც ფაქტოვბრივად სამ თვეში გამოჯანმრთლების პროცესის წინაშე დაგვაყენებდა."ჩემთვის უცნობი" პიროვნებები დღესაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცოტნეს გადაყვანას ზემოთხსენებულ რომელიმე ჰოსპიტალში, რაც რეალური საფრთხის წინაშე აყენებს მის სიცოცხლეს, მის ჯანმრთელებას.

მოგიწოდებთ ყველას, ერთად ვიზრუნოთ ცოტნეს გამოჯანმრთელებაზე და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანაზე. ნუ დამიღუპავთ შვილს, რომლის სიცოცხლეს და მის სრულფასოვნებას ებრძვიან გარკვეული პიროვნებები. მოგიწოდებთ ყველას, მე - დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია, რომელსაც გამოუცხადეს ბრძოლა, რადგან მიუღებლად მიიჩნია ცოტნეს მიმართ ჩატარებული არაპროფესიონალური მკურნალობა, (რომლის წინაშეც რამოდენიმეჯერ დავდექი, როდესაც ცოტნე იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში). უკანასქნელად ა. წ. 21 თებერვალს 13:00 საათზე, საავადმყოფოს ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში მისულს ცოტნე დამხვდა ჰიპერვოლემიურ შოკში, რომლის დროსაც ჰემოდინამიკური მაჩვენებლები კრიტიკულად გაუარესდა (დიასტოლური წნევა 36 მმ-მდე , სუთქვის სიხშირე R - 30-35 ' ; პულსი P - 180 '). მე, ყოველივე ეს მონაცემები რომ არ დამეფიქსირებინა, იქ მყოფებმა მონიტორიმომენტალურად გამორთეს!!!

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამ "ექსპერიმენტს" ესწრებოდა ე.წ. მხარდამჭერი თანმხლებ მამაკაცთან ერთად, რომელიც ჩემი მისვლისთანავე გაიპარა. დერეფანი სავსე იყო საავადყოფის დაცვის სამსახურის თანამშრომლებით , პალატა იყო ღია. მიხვდი თუ რა უბედურების მომსწრე უნდა გავმხდარიყავი , ამივარდა ტირილი , რიც გამოც დამიპირისპირდა ადგილობრივი ადმინსტრაცია (თითქოს ჩემმა ტირილმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა სხვა ავადმყოფებზე). სწორედ ეს გახდა "საბაბი", რათა ჩემთვის აეკრძალათ ცოტნეს ნახვა, თავიანთი დანაშაულის გადასაფარად.ამა წლის 21 თებერვალს (შემთხვევის დღეს) 4 საათის შემდეგ ცოტნე გადაყვანილიქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, რითაც ფატალურ შედეგს გადაურჩა. მსგავს შემთხვევებს რომოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი, რითაც იკვეთება ან არაპროფესიონალიზმი ან მიზანმიმართული ქმედება ცოტნეს სიცოცხლის ხელყოფისა.

მოგმართვათ ყველას! გამოიჩინოთ თანადგომა ცოტნესა და მისი მრავალჭირნახული დედის მიმართ, რათა ამ კლინიკიდან გადაყვანილ იქნას ზემოთხსენებულ ერთ-ერთ ჰოსპიტალში, რითაც საშუალება მოგვეცემა გადავარჩინოთ ცოტნეს სიცოცხლე.

P.S. ჩემი ტირილი იმასთან შედარებით, რაც ჩემს მიერ კვირაში სამჯერ მაინც დაფიქსირებულა რეანიმაციულ განყოფილებასა და მის დერეფანში რა მოსატანია.ავადმყოფების ოჯახის წევრები, მეზობლები და ახლობლები ემოციებს უმძიმესი ფორმებით გამოხატავდნენ ყოველივეს მიმართ, რის წინაშეც ადგილობრივი დაცვის სამსახურიც უძულური იყო. ჩემი ტირილის მიზეზზე ლაპარაკი იქ მიმდინარე პროცესებთან შედარებით მართლაც რა მოსატანია . პროფესიონალი დედა მეოცე დღეა რაც ჩამოაშორეს შვილს, რომელიც ცოტნეს ე.წ. "მკურნალობაში" გამოსავალს ვერ ხედავდა.

დანარჩენზე, რაც უშუალოდ ექიმებთან ჩემი შეთანხმებით მოხდა ცოტნეს სასიკეთოდ, შემდეგ მოგახსენებთ... აქვე მინდა დავძინო, მიუხედავად არაერთი მცდელობისა დავკაშირებოდი და საქმის კურსში ჩამეყენებინა, ამ საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯომარე, თავდაცვის მინისტრი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი უშედეგო აღმოჩნდა. დაბლოკილი აღმოვჩნდი სრულად საქართველოს ხელისუფლებისაგან. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია...

პატივისცემით მანანა არჩვაძე-გამსახურდია12.03.2020 წ. თურქეთი . ქალაქი სტამბული"

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება და მისი სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება.

„ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის, ძვირადღირებული და საკმაოდ ცნობილი ჰოსპიტალი, რომელშიც ყველა ექიმმა კარგად იცის თავის საქმე. გარდა იმისა, რომ მე აქ ვიმყოფები და ცოტნესთან ვარ, პროფესიით ვარ ექიმი და არანირი ლაფსუსი მე არ გამომეპარება. ცოტნეს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა და უკვე როდესაც რეაბილიტაცია იქნება საჭირო, საჭირო მომენტში იგი გადავა სხვა კლინიკაში სარეაბილიტაციოდ. არავითარი თურქულ კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა არ მოხდება,ჩვენ გადავიყვანთ მას პირდაპირ სარეაბილიტაციო ცენტრში, როცა ამის საჭიროება იქნება.

სრული სიცრუეა ის, რომ დამძიმდა ცოტნეს მდგომარეობა. ცოტნე არის კარგად და სტაბილურად. ხანგრძლივი პროცესია და ნელ-ნელა მიდის გაუმჯობესება, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და ცოტნე არის კარგად“, - აცხადებს ჯაბაური.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მისი დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული. ცოტნე გამსახურდიას თურქეთის კლინიკაში მკურნალობენ.

"დღეს, 22.00 საათზე, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ..." - გიორგი კეკელიძე

"არ მინდა მანანას საქციელზე კომენტარი გავაკეთო... მადლობა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობას" - რას წერს გიორგი გამსახურდია ძმაზე

"ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო... უშენობას ჯობს ყველაფერი" - ეკა­ ტო­გო­ნი­ძის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მეუღლეს