ავტორი:

"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

"სამედიცინო დაწესებულებებში ვირთხები დარბიან, ხალხი პანიკაშია" - რა ვითარებაა რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა. 13 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის სულ 45 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 5 მოსკოვში, 3 პეტერბურგში, დანარჩენი პერმში, კრასნოდარის მხარეში, კალინინგრადსა და მოსკოვის გარეუბნებში. რუსების თქმით, ის ფაქტი რომ ყველა შემთხვევა ცენტრალურ ქალაქებსა და უბნებში მოხდა, მიანიშნებს იმაზე, რომ მთლიანად ქვეყანაში ბევრად უარესი ვითარებაა... ვიდრე ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება, რუსეთი სასწრაფოდ კიდევ ერთი ინფექციური სავადმყოფოს აშენებას გეგმავს.

rbc.ru-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის, ალექსანდრ ბეგლოვის განცხადებით, მის ქალაქში დაავადებულებს შორის 10 წლის ბავშვიც არის... არსებული ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინფიცირებულები საფრანგეთში, ავსტრიასა და ევროპის იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც ვირუსმა ეპიდემიის სახე მიიღო, მაგალითად, იტალიაში. დაავადებულებს შორის ძირითადად რუსეთის მოქალაქეები არიან, თუმცა მათ შორის ასევე არიან ჩინელები და იტალიელები. ყველა მათგანი ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება...

გამოცემის ცნობით, მოსკოვის მერის მოადგილის ანასტასია რაკოვოის ცნობით, ბოლო ორ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული 13 000-ზე მეტი ადამიანი თვითიზოლაციაშიი იმყოფება.

"ეს მხოლოდ მოსკოვში, თუმცა ეს რაოდენობა დაახლოებით მაინც მიანიშნებს იმაზე, თუ რა სურათია ქვეყანაში...” – წერს გამოცემა.

ადგილობრივი ეპიდემიოლეგები, მოსახლოებაში პანიკის თავიდან ასაცილებლად, მედიასთან საუბარში აცხადებენ, რომ "რუსეთს ჯერ კიდევ საბჭოთა წლებში ჰქონდა ძლიერი ანტიეპიდემიოლოგიური სამსახური, რისი დახმარებითაც უამრავ ინფექციას წარმატებით ართმევს თავს... მაგალითად, ციმბირულ წყლულს, ჯილეხს...” – ამბობს novayagazeta.ru-სთან საუბარში ექიმი-ეპიდემიოლოგი თემურ პესტერევი, რომლის მტკიცებითად, რუსეთს იტალიის ბედის გაზიარება არ ემუქრება.

ამ დაპირებების ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს არ სჯერა. მათი მტკიცებით, ქვეყანაში მედიცინა მოშლილია.

"სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში ისეთი ანტისანიტარიაა, ვირთხები დარბიან... კერძო კლინიკებში კი იმდენად ძვირი ფასებია, რომ უბრალო მოკვდავებისთვის მიუწვდომელია..."- წერენ ისინი.

ერთ-ერთი მოზარდი გოგონას თქმით, ის მოსკოვში იტალიიდან 2 მარტს დილით დაბრუნდა. შემდეგ ორი დღის განმავლობაში სკოლაში დადიოდა, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი სწავლობს და მუშაობს. მას 4 მარტს მაღალი სიცხე მისცა და ინფექციურში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა...

"არავინ იცის რამდენ ადამიანთან ჰქონდა მას ურთიერთობა, მის სკოლაში კი მხოლოდ კარანტინი გამოაცხადეს... სულ ეს არის ცნობილი ამბებიდან, რაც ამდენი დღეა რუსეთში ტრიალებს და რუსეთის წამყვან ინფექციურ საავადმყოფოებში მხოლოდ 45 ადამიანი წევს... არადა, გერმანიაში მხოლოდ ერთ დღეში 900-მდე ადამიანს გამოუვლინდა კორონავირუსი, იტალიაში 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ჩვენთან კი ინფორმაციაც არ ვრცელდება..." – წერს ვილი გარინი ინტერტენტში.

novayagazeta.ru-ს მიერ მომზადებული პუბლიკაციის თანახმად, პრობლემები უკვე ბევრი მიმართულებით გამოიკვეთა, მოსახლეობა პანიკაშია და საკვებს და ჰიგიენურ საშუალებებს იმარაგებს.

"25 წლის ეკატერინბურგელი ელიზავეტ ჟდანოვას დედა ელენა ბაბკოვა ჰყვება, რომ მისი ქალიშვილი ორი კვირაა ანალიზის აღებას ითხოვს, რადგან კორონავირუსის ყველა სიმპტომი აქვს - 39-40 გრადუსი სიცხე, ხველება და ექიმები ეუბნებიან, რომ შესაძლოა პნევმონია განუვითარდეს... ამის მიუხედავად მას ყურადღებას არავინ აქცევს...

ფოტო: Sergei Savostyanov/TASS

არადა, მას გარშემო უამრავ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. გარდა ამისა, ტაივანელი სტუმრები ერთი კვირა მის სახლში ცხოვრობდნენ და მათი წასვლიდან სამ დღეში გოგონას სიცხე მისცა... დედამისის თქმით, გასულ კვირაში სასწრაფო დახმარება ხუთჯერ გამოიძახეს, მაგრამ ექიმების თქმით, უჩვეულო არაფერია, მაღალი სიცხე კი ახალგაზრდა ორგანიზმმა უნდა გადალახოს...” – წერს გამოცემა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ამ ვირუსის შესაძლო ინფექციით, რამდენიმე დღის წინ, იმავე ქალაქის დეპუტატი კონსტანტინ კისელევი და მისი მეუღლე გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მთავარი ფოტო: Andrey Rudakov/ Bloomberg

როგორ შეცვალა მსოფლიოს ქალაქები კორონავირუსის შიშმა - Reuters-ის გასაოცარი ფოტოები

"დაკავდით რეგულარული სექსით და დიდხანს იცოცხლებთ“ - ექიმ ოზის რჩევა წყვილებს, რომლებმაც არ იციან რა გააკეთონ იზოლაციის დროს

ევროკომისიის პრეზიდენტი - სათანადოდ ვერ შევაფასეთ კორონავირუსი, ახლა აუცილებლად უნდა მივიღოთ ის ზომები, რაც ორი-სამი კვირის წინ სასტიკად გვეჩვენებოდა