ავტორი:

ყავის სმა ონლაინ და სიმღერა კორონავირუსზე აბაზანაში - როგორ ირთობენ თავს პანდემიის დროს ცნობილი ქართველები

ყავის სმა ონლაინ და სიმღერა კორონავირუსზე აბაზანაში - როგორ ირთობენ თავს პანდემიის დროს ცნობილი ქართველები

კორონავირუსის გავრცელებამ ჩვენი, ყველას ყოველდღიურობა შეცვალა. ცნობილი სახეების დიდი ნაწილი სახლში, შვილებთან ერთადაა გამოკეტილი, ზოგი მათგანი ნიღბით გადაადგილდება თბილისის ქუჩებში. არიან ისეთებიც, რომლებიც თვითოიზოლაციაში იმყოფებიან, მაგალითად, ნინო ჩხეიძე, ისრაელში მოგზაურობის შემდეგ.

გადავავლოთ თვალი "ინსტაგრამზე" ქართველი ვარსკვლავების აქტივობას.

ამ მამაკაცის ცნობა, კარგად თუ არ დააკვირდით გაგიჭირდებათ. ასე გამოიყურება კორონავირუსისგან დასაცავად გამზადებული უცნობი, გია გაგჩეჩილაძე. ფოტო მომღერალს შვილმა გამოუქვეყნა ინსტაგრამზე, ტექსტით - "თავს ირთობს..."

ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი განსხვავებული ნიღბებით ირთობენ თავს და ვიდეოებს აქვეყნებენ.

მოდელ თაკო ნაცვლიშვილს ისღა დარჩენია, რომ სილამაზის შენარჩუნებაზე იზრუნოს - უმცროს ძმასთან ერთად სახეზე კოსმეტიკური ნიღბით პოზირებს.

თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია, ონლაინ სვამენ ყავას, საკუთარ სახლებში და ისე ესაუბრებიან ერთმანეთს.

მისთვის უჩვეულო ამპლუაშია ხატია ბუნიათიშვილი. ცნობილი პიანისტი მაკიაჟითა და ხალათით სახლიდან აქვეყნებს ფოტოს.

მაია ასათიანმა საკუთარი სახლიდან სტუმრებისთვის და მაყურებლებისთვის სპეციალური ვიდეო ჩაწერა, სადაც სტუმრებს ამშვიდებს, რომ სტუდიის დეფზინფექცია ხდება სპეციალური ხსნარით და წინასწარ წერს გადაცემებს, რათა თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების განწყობაზე იზრუნოს.

ირინა ონაშვილი მხოლოდ წესებს კი არ იცავს, დეზინფექციას საკუთარ სადარბაზოშიც აკეთებს.

ნინი ბადურაშვილი ბანაობის დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც კორონაზე მღერის.

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

"ვიყიდე ფოცხი და ბარი..." - ქრისტინე იმედაძე ბაბუის სახლში ბაღის გაშენებას გეგმავს

პლასიდო დომინგო კორონავირუსის გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს