ავტორი:

"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"3 პაციენტი პრობლემურია... ერთი 80 წელზე მეტისაა და აქვს თანმხლები დაავადება" - მარინა ეზუგბაია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში 40 დადასტურებული შემთხვევაა და მათგან 32 ინფექციური საავადმყოფოს პაციენტია. ამ 32-დან ერთი უკვე გაეწერა ბინაზე და თვითიზოლაციაშია.

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენების კი სტაბილური:

"მათ შორის სამია შედარებით პრობლემური, რაც ნიშნავს რომ მათ რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთი პაციენტი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნერვოლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს ნებისმიერ დროს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო.

ამ ქალბატონის გარდა კიდევ ორი პრობლემური პაციენტი გვყავს - ერთს აქვს ჰიპერტონული დაავადება და მასთანაც შესაძლოა დაავადების გართულება და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი.

მესამე პრობლემური პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებულია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული იყო მაჩვენებელი. თუ ეს შემთხვევები კარგად დამთავრდება ძალიან კარგია, მაგრამ პროგნოზულად ამ პაციენტების მდგომარეობა რთულია.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ დადგება სტაბილურობა,“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 80-წელზე მეტი ასაკის პაციენტი „ერთ-ერთ ინფიცირებულთან კონტაქტს წარმოადგენს“.

"აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა..." - რას წერს ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობაზე

"დავითი ძალიან განიცდის და დაკრძალვაზე ჩასასვლელად გზებს ეძებს" - დავით ბაგრატიონის დედა ესპანეთში ინსულტით გარდაიცვალა

"აპრილში "გაზაფხულის წაყინვებს" ველოდებით" - რას ამბობენ სინოპტიკოსები ტემპერატურის მკვეთრ ვარდნაზე