ავტორი:

"ჩემი მკურნალობა გრძელდება" - გამოჯანმრთელებულებს შორის ამირან გამყრელიძის შვილი, ჯერჯერობით, არ არის

"ჩემი მკურნალობა გრძელდება" - გამოჯანმრთელებულებს შორის ამირან გამყრელიძის შვილი, ჯერჯერობით, არ არის

"ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკოლოზ გამყრელიძე, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს შორის ჯერჯერობით არ არის:

"მეგობრებო, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მე ხომ არ ვარ 8 გამოჯანმრთელებულში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამომწერეს კლინიკიდან. ძალიან დიდი მადლობა ესეთი გულშემატკივრობისთვის, ძალიან ვაფასებ თანადგომას ესეთ დროს. ჯერჯერობით ჩემი მკურნალობის პროცესი არ დასრულებულა და ვაგრძელებ მკურნალობას თბილისის ინფექციურ ჰოსპიტალში. თავს ვგრძნობ ნორმალურად და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძალიან მაგარი ექიმების და სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით, მალე დავტოვებ კლინიკას. მანამდე ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს სახლში დაბრუნებას და აქ მყოფებს ვუსურვებ სწრაფად გამოჯანმრთელებას!", - წერს გამყრელიძე.

ნიკოლოზ გამყრელიძე სამედიცინო ცენტრ "ევექსის" სამეთვალყურეო საბჭოს თანამშრომელია. 7 მარტს მან საზოგადოებას თავადვე აცნობა იმის შესახებ, რომ COVID-19 დაუდასტურდა და ამ დრომდე მკურნალობს. როგორც ნიკოლოზის მამამ, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 54 ადამიანი დაინფიცირდა. პაციენტებიდან ამჟამად სულ 8 გამოჯანმრთელებული ადამიანია.

"სანამ ბებიაჩემს წამალი შევუგზავნეთ, თენგიზ ცერცვაძემ თავისი სახსრებით უყიდა" - რას წერს ინფექციურში მყოფი მოხუცის შვილიშვილი

"გამოტყდით, ვინ დამწყევლა, გაქრი ეკრანიდანო..." - რატომ მოხვდა ინგა გრიგოლია საავადმყოფოში

"მარნეული აფხაზეთში გავცვალოთო... ამ ჭრილობის დავიწყება ძნელი იქნება" - ეთნიკური აზერბაიჯანელი მასწავლებლის ემოციური მიმართვა