დემი მური თავს შიმშილით ”იკლავს”

დემი მური თავს შიმშილით ”იკლავს”

ჰოლივუდელი მსახიობი დემი მური ყოველთვის ამაყობდა საკუთარი სხეულით და მიაჩნდა, რომ მთავარია სპორტი და დაბალანსებული კვება. ის ყოველ დღე ბევრ ბოსტნეულს, თეთრ ხორცს, ან თევზს მიირთმევს. დიეტოლოგებიც ამგვარ დიეტას გონივრულად მიიჩნევენ, წერს "Комсомольская правда".

რამდენიმე წლის წინ მსახიობმა გადაწყვიტა, რომ რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება იდეალური ფორმის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის. დემიმ გასახდომ პროგრამა "ნეკერჩხლის სეროფში" მიიღო მონაწილეობა. პროგრამის მიხედვით, არაფრის ჭამა არ შეიძლებოდა, გარდა ნეკერჩხლისა და პალმის ხის წვენისა, რომელიც ლიმონის წვენსა და წყალში იყო შერეული.

დემიმ და მისმა მეუღლემ ეშტონ კატჩერმა ეს პროგრამა ცოტა ხნის წინ მიატოვეს და, გვინეტ პელტროუს რჩევით, დეტოკს-პროგრამა Master Cleanse-ზე გადავიდნენ. ამ პროგრამის მიხედვითაც ყველა საკვები აკრძალულია, გარდა წიწაკისა, ლიმნისა და ნეკერჩხლის წვენისა. უნდა ითქვას, რომ ამ პროგრამის შემდეგ გვინეტს სახსრებთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. 

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება