ავტორი:

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 93% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 93% გამოჯანმრთელდა

ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულების 93% გამოჯანმრთელდა. Worldomwters-ის ინფორმაციით, დადასტურებული 81 470 შემთხვევიდან, 75 700 ადამიანის ტესტმა ინფექციაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ცნობისთვის, ბოლო დღის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის შიდა გადაცემა კვლავაც არ ფიქსირდება და ყველა მათგანი იმპორტირებულია.

ამასთან, ჩინეთმა ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა და მას ამ ეტაპზე აშშ და იტალია უსწრებენ.

მალაიზიის მთავრობამ ქალებს მოუწოდა, კარანტინის დროს სახლში მაკიაჟით იარონ და ქმრები არ გააღიზიანონ

ფილიპინების პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, დახვრიტონ ყველა, ვინც კარანტინს დაარღვევს - "მე თქვენ დაგმარხავთ“

ავსტრალიელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოცდა დაიწყეს - პირველადი შედეგი ზაფხულში იქნება