ნაომი კემპბელმა აღიარა, რომ ლიბერიის დიქტატორმა მას ალმასები აჩუქა

ნაომი კემპბელმა აღიარა, რომ ლიბერიის დიქტატორმა მას ალმასები აჩუქა

ბრიტანელმა სუპერმოდელმა ნაომი კემპბელმა ჰააგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ლიბერიის დიქტატორი მმართველის ჩარლზ ტეილორისგან ე.წ. "სისხლიანი ალმასები" საჩუქრად მიიღო. ეს იყო მცირე ზომის დაუმუშავებელი ქვებით სავსე პატარა ტომარა, განაცხადა სუპერმოდელმა, იტყობინება ИТАР-ТАСС.

ჩვენების მიცემისას კემპბელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალმასების წარმოშობის შესახებ არაფერი იცოდა.

სასამართლოში მოდელი იმ მიზნით იყო გამოძახებული, რომ შემდეგი შეკითხვისთვის ეპასუხა: 2007 წელს აჩუქა თუ არა მას ტეილორმა დაუმუშავებელი ალმასები, როგორც ამას მსახიობი მია ფეროუ და მოდელის აგენტი კეროლ ვაიტი აცხადებდნენ.

62 წლის ტეილორის სასამართლო პროცესი ჰააგაში 2008 წლიდან მიმდინარეობს. ლიბერიის დიქტატორს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ და სამხედრო დანაშაულებებში, სექსუალურ ძალადობასა და ადამიანების დატყვევებაში სდებენ ბრალს.

გამოძიების მონაცემებით, ტეილორმა სუპერმოდელს ალმასები 1997 წელს სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ წვეულებაზე საჩუქრად გადასცა. მოდელისთვის ნაჩუქარ ალმასს "სისხლიანს" იმის გამო უწოდებენ, რომ ძვირფასი ქვების გაყიდვის შედეგად მიღებული ფულით ლიბერიის რეჟიმი ეროვნული ამბოხის ჩასახშობად იარაღს ყიდულობდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება