რუსეთის სამხედრო ბაზების სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა თითქმის გაორმაგდება. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა არტურ ბაგდასარიანმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ პრეზიდენტ მედვედევს სომხეთთან პროტოკოლზე ხელმოწერის თხოვნით უკვე მიმართა.
"მოლაპარაკების თანახმად, სომხეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობა, აქამდე გათვალისწინებული 25 წლის ნაცვლად 49 წლით განისაზღვრება", - განაცხადა ბაგდასარიანმა.
შეთანხმების თანახმად, რუსეთის ფედერაცია სომხეთის უსაფრთხოების დაცვაზე ამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იზრუნებს.
"სომხეთი და რუსეთი - სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეები არიან. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას სომხეთის ტერიტორიაზე თავისი სამხედრო ინტერესები აქვს, მაგრამ როგორც მოკავშირე, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნოს", - განაცხადა ბაგდასარიანმა.
მისივე თქმით, პირველ რიგში საუბარია რუსების დახმარებით სომხეთის სასაზღვრო უსაფრთხოების დაცვასა და მისი სტრუქტურების მოდერნიზაციაზე.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.