ავტორი:

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ

"აუცილებელია გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - ამირან გამყრელიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რითაც კორონავირუსით გარდაცვლილი უნდა დაკრძალონ

კორონავირუსის პირველი მსხვერპლი საქართველოში ე.წ სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნება, საიდანაც ინფიცირების 5 შემთხვევაა. 79 წლის ქალს, რომელიც სოფელში ერთ-ერთ რიტუალურ სუფრას ესწრებოდა, ვირუსი ნათესავისგან გადაედო.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ კლასტერში ყველა ადამიანი იდენტიფიცირებული და გამოკვლეულია.

ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა იმ პროცედურებზეც, რაც გარდაცვლილის დაკრძალვის პროცესში უნდა განხორციელდეს:

"გვამისთვის ჩანთები არსებობს, სადაც სპეციალური დამუშავების შემდეგ თავსდება ცხედარი. შემდეგ ხდება მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სათავსოში და უკეთდება შესაბამისი მისანიშნებელი. ამის შემდეგ, ჩანთას უკეთდება გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება.

შემდეგ ოჯახის წევრებს, ახლობლებს უნდა ეცნობოთ და კარგად აეხსნათ შემდგომი სარიტუალო პროცედურები. სასურველია და აუცილებელი, გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე ვადაში" - აღნიშნა გამყრელიძემ და დასძინა, რომ რიტუალს ახლობლების მინიმალურად შეზღუდული რაოდენობა უნდა ესწრებოდეს.

საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 157-ია და დღეს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაც დაფიქსირდა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, პაციენტი კლინიკაში დილის 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა