ავტორი:

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი ოფიციალური შემთხვევა დადასტურდა.

დაავადება დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავად შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა გაავრცელა.

ლიუდმილა სკორიკმა, აფხაზეთის მთავარმა ექიმმა ვიდეომიმართვისას განაცხადა:

"აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ COVID-19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა გაგრაში. პაციენტი ჰოსპიტალიზირებული და იზოლირებულია და ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. პაციენტი ჩამოვიდა ქალაქ მოსკოვიდან.

გუდაუთის საავადმყოფო უზრუნველყოფილია კვალიფიცური პერსონალითა და სპეციალური აღჭურვილობით" - განაცხადა სკორიკმა და დასძინა, რომ ეს შემთხვევა აფხაზეთში მოულოდნელი არ ყოფილა და შესაძლოა, ინფიცირების რიცხვმა იმატოს, რადგან მოქალაქეები არ იცავდნენ იზოლაციის წესებს.

აფხაზეთის მთავარი ექიმის განცხადებით, მიმდინარეობს აღნიშნული პაციენტის კონტაქტების დადგენა და ამასთან, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, სხვა შესაძლო ინფიცირებულების გამოსავლენად.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცს გაგრაში ბევრთან ჰქონდა კონტაქტი, რომელთა შესაძლო ინფიცირების შესახებ ორ კვირაში გახდება ცნობილი.

აფხაზურმა "მილიციამ" 29 წლის ბიჭი სავარაუდოდ, წამებით მოკლა - "ეს ბჟანია-ანქვაბის გუნდისთვის პირველი გამოცდაა..."

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

"სისტემა რომ გამართოს კამიკაძე უნდა იყოს, მსხვერპლად უნდა შეეწიროს" - ასლან ბჟანიას "ინაუგურაცია" და აფხაზების მოლოდინები